“არსენალის” გულშემატკივრებმა თვითმფრინავი გაუშვეს, რომელზეც მობმული ბანერით ვენგერის გადადგომას ითხოვდნენ (ფოტოები)
გუშინ ლონდონის “არსენალი” “ვესტ ბრომვიჩთან” ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. არსენ ვენგერის შეგირდებმა პრემიერ ლიგის ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი წააგეს. ამასთანავე, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნის” წინააღმდეგ სამარცხვინოდ გამოვიდნენ და ორი მატჩის ჯამში ათი გოლი გაუშვეს.
გულშემატკივრები უფრო აძლიერებენ პროსტესტს, რომ ვენგერმა ახალი კონტრაქტი აღარ გააფორმოს და გუდნიდან 2017 წლის ზაფხულში წავიდეს.
გუშინ მათ პროტესტის ახალ ფორმას მიმართეს: “ვესტ ბრომვიჩის” მოედნის თავზე თვითმფრინავმა გადაიფრინა, რომელზე მობმულ ბანერზე არსებული წარწერით, ისინი არსენის გუნდიდან წასვლას მოითხოვდნენ.
იხილეთ ფოტოები