“არსენალისა” და “ჩელსის” დერბიში ქამბექი შედგა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩში “ემირეიტს” სტედიუმზე ლონდონური დერბი გაიმართა “არსენალისა” და “ჩელსის” მონაწილეობით. შეხვედრას ორივე გუნდი თანაბარი ძალებითა და პრობლემებით შეხვდა.
მატჩის პირველი ტაიმი “არსენალის” მცირე უპირატესობით წარიმართა, რაც პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლში გამოისახა. ეს პირველი ნახევრის ერთადერთი გოლი გამოდგა.
მეორე ტაიმში კი “მეთოფეებმა” მეორე ნომრად გადაწყვიტეს თამაში, რაც “პენსიონერებმა” ბრწყინვალედ გამოიყენეს – ბოლო ათ წუთში მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და ქამბექიც შექმნეს. ჯერ ჟორჟინიომ ისარგებლა ბერნდ ლენოს უპატიებელი შეცდომით (83′), შემდეგ კი ტამი აბრაჰამმა ოსტატურად დაამუშავა ვილიანის გადაცემა და გამრაჯვების გოლიც ჩაიწერა (87′).
ასე რომ, პრემიერ ლიგის 20 ტურის შემდეგ “ჩელსი” 35 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, “არსენალი” კი 24 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.