“არსენალისთვის” ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური განმეორებითი მატჩის შეხვედრა “სტად ლუის II”-ზე, სადაც დრამატულ ბრძოლაში, “მონაკო” მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ლონდონელებს სახლში ჩატარებული საშინელი მატჩის(1:3) შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სამი გოლი სჭირდებოდათ და არც იყო გასაკვირი, რომ “მეთოფეები” პირველივე წუთებიდან შეუტევდნენ. საწყის წუთებში, ლეონარდო ჟარდიმის შეგირდებმა ბურთის დაჭერა შეძლეს და მეტოქის ნახევარზე აგორავებდნენ მას, თუმცა ამის შემდეგ, არსენ ვენგერის ბიჭებმა სრული უპირატესობაც მოიპოვეს და პირველი გოლი 36-ე წუთზე გაიტანეს. “მეთოფეთა” ჩაწოდების შემდეგ, საჰაერო ორთაბრძოლა ოლივიერ ჟირუმ მოიგო, მასპინძელთა მცველები დაიბნენ და ფრანგმა მათი შეცდომის ხარჯზე ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში სტუმართა გუნდისგან ორმაგად გაძლიერებულ შეტევებს ელოდნენ, თუმცა ფრანგებმა პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ტაიმშიც მოიპოვეს მცირე ხნით უპირატესობა და ეს დრო მეტოქის ნახევარზე გაატარეს. ამის შემდეგ, “არსენალისგან” “შეტევების წვიმა” წამოვიდა, მაგრამ დაცვის ხაზის კარგი თამაშით, ლონდონელები მასპინძელთა საჯარიმოში ვერ ახერხებდნენ შეღწევას. მეორე გოლი 79-ე წუთზე გავიდა, კვლავ მცველების შეცდომის ხარჯზე, ახლადშემოსულმა აარონ რემსიმ ზუსტი დარტყმის ხარჯზე ორმატჩიანი სხვაობა გაათანაბრა.
ამის შემდგომ, სტუმრები ძალიან გააქტიურდნენ, მაგრამ დანიელ სუბაშიჩის კარგი თამაშისა და “მონაკოს” სწორი ასპარეზობის ხარჯზე, ფრანგები ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
“მონაკო” 0:2 “არსენალი” (პირველი მატჩი 1:3)
გოლი: ჟირუ ’36; რემსი ’79
მონაკო: სუბასიჩი, კურჟავა, ოოლასი, აბდენური, ფაბინიო, ტულალანი, კონგდობია, მარტიალი(კარასკო 60′), მოუტინიო, დირარი(ეჩიეჯილე 86′), ბერბატოვი(ბ.სილვა 70′)
არსენალი: ოსპინა, ბელერინი, მერტეზაკერი, კოსიელნი, მონრეალი(გიბსი 86), კოკელინი(რემსი 63′), კასორლა, სანჩესი, ოზილი, უელბეკი(უოლკოტი 72), ჟირუ
გაფრთხილება: კონგდობია – სანჩესი