“არსენალმა” და “სიტიმ” ქულები გაიყვეს
დაძაბული გამოდგა ინგლისის პრემიერლიგის IV ტურის გახსნითი და ამავდროულად ცენტრალური მატჩი, რომელიც ლონდონის “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის “ემირეითს სთეიდიუმზე” შედგა.
ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა: ხესუს ნავასმა მარჯვენა ფლანგზე გარღვევის შემდეგ გენიალური პასი გაუკეთა საჯარიმოში მყოფ კუნ აგუეროს და მანაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. პირველი ტაიმი “ქალაქელებმა” მინიმალური უპირატესობით მოიგეს.
მატჩის მეორე ნახევარში “არსენალი” გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო: ჯერ ჯეკ უილშირმა დააგვირგვინა “არსენალის” ტიპიური კომბინაცია და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ალექსის სანჩესმა დააწინაურა “მეთოფეები”. სტუმრებმა ქულის გადარჩენა მაინც შეძლეს: 83-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი მარტინ დემიჩელისმა დაუხვედრა და ანგარიში გაათანაბრა.
ამრიგად, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ინგლისის პრემიერლიგა
IV ტური
“არსენალი” — “მანჩესტერ სიტი” 2:2 (0:1)
“არსენალი”: შჩესნი, დებიუში (ჩემბერსი 81′), მერტეზაკერი, ნაჩო მონრეალი, კოსიელნი, იოზილი, ფლამინი (არტეტა 90+5′), უილშირი, რემსი, სანჩესი, უელბეკი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 88′).
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
“მანჩესტერ სიტი”: ჰარტი, კომპანი, დემიჩელისი, კლიში, საბალეტა, ლამპარდი (ნასრი 46′), მილნერი, დავიდ სილვა, ხესუს ნავასი, ფერნანდინიო (კოლაროვი 77′), აგუერო (ჯეკო 67′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: უილშირი 63′, სანჩესი 74′ — აგუერო 28′, დემიკელისი 83′.
გაფრთხილებები: ფლამინი 58′, ნაჩო მონრეალი 62′, სანჩესი 75′ — ლამპარდი 22′, საბალეტა 24′, ფერნანდინიო 50′, აგუერო 64′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.