“არსენალმა” “ევერტონი” გაანადგურა – ახალწვეულების წარმატებული დებიუტი (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 26 ტურში ლონდონის “არსენალმა” საკუთარ კედლებში “სუონსისთან” განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინა და “ევერტონი” გამანადგურებელი ანგარიშით (5:1) დაამარცხა.
აღნიშნული მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს ჰენრიკ მხითარიანმა და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. ამ უკანასკნელმა კი სადებიუტო მატჩში გოლის გატანაც კი შეძლო.
ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე აარონ რემზიმ გახსნა, მე-14 წუთზე კოშელნიმ ორამდე გაზარდა სხვაობა, ხუთიოდე წუთში კი რემზიმ დუბლი გაიფორმა. ტაიმის მიწურულს (37′) ექს-“ბორუსიელმაც” გაიტანა თავისი გოლი.
მეორე ნახევარში “კამფეტებს” “დიდი სემის” ხელი დაეტყოთ და უკეთაც ათამაშდნენ – კელვერტ-ლევინმა ერთი ბურთი გაქვითა (64), რასაც რემზიმ თავისი მესამე გოლით უპასუხა (74′) – 5-1.
“არსენალი”: პეტრ ჩეხი (ოსპინა 70′); მონრეალი (კოლაშინაცი 48′), მუსტაფი, კოშელნი, ბელერინი; გრანიტ ჯაკა, რემზი (უილშეარი 78′); მხითარიანი, იოზილი, აივობი; ობამეიანგი
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“ევერტონი”: პიკფორდი; კინი (დეივისი 46′), უილიამსი, მანგალა; კენი, შნაიდერლინი, გეიე, მარტინა; უოლკოტი (კელვერტ-ლევინი 61′), ნიასე (ტოსუნი 78′), ბოლასი
მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი