“არსენალმა” ლიგის თასი უბრძოლველად მოიგო (ვიდეო)

თარიღი: მაისი 30, 2015

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის “არსენალი” “უემბლიზე” ბირმინგემის “ასტონ ვილას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

ანგარიში მატჩის მე-40 წუთზე თეო უოლკოტმა გახსნა, როცა მის მიერვე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა. 50-ე წუთზე ალექსის სანჩესმა შორეული დარტყმით ბურთს საოცარი ტრაექტორია მისცა და საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა. მეორე გაშვებულმა ბურთმა “ასტონ ვილას” საბოლოოდ გადაუწურა თასის მოგების იმედი. ამის შემდეგ ტიმ შერვუდის გუნდი უკვე ინერციით თამაშობდა. 62-ე წუთზე ტანმაღალმა მცველმა პერ მერტეაზაკერმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა – 3:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმაც გამოიჩინა თავი – 4:0.

“არსენალმა” ასოციაციის თასი ისტორიაში მე-12-ედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პირადად არსენ ვენგერმა ეს ტიტული მეხუთედ დაისაკუთრა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიგის თასის ფინალში “არსენალის” გამარჯვების შემდეგ გაირკვა, რომ უეფას ევროპის ლიგის მომდევნო გათამაშებაში “ლივერპული” ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან, “საუთჰემპტონი” კი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.

 

ასოციაციის თასის ფინალი:
“არსენალი” — “ასტონ ვილა” 4:0 (1:0)

გოლები: უოლკოტი 40′, სანჩესი 50′, მერტეზაკერი 62′, ჟირუ 90+3′.
გაფრთხილებები: კლევერლი 14′, ჰატონი 33′, დელფი 37′, ვესტვუდი 52′, აგბონლაჰორი 83′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

აგენტი: “იმედია, ბეილი “რეალში” აღარ დაბრუნდება, იქ მას არ აფასებდნენ

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, 2020/21 წლების სეზონს ლონდონის “ტოტენჰემში” გაატარებს. შეგახსენებთ, რომ უელსელი შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდო ტორესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ფერნანდო ტორესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 36 წლის თავდამსხმელმა თერთმეტეული იმ მოთამაშეებისაგან […...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანი “სიტის” მესამე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ილკაი გიუნდოგანი “მანჩესტერ სიტის” მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კორონავირუსის ტესტირებაზე დადებითი პასუხი მიიღო. შედეგად, გერმანელი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი გოლი გაუშვა კეპამ ბოლო 16 დარტყმიდან?

ლონდონის “ჩელსის” ძვირადღირებული მეკარე, კეპა არისაბალაკა, კვლავაც საშინელ ფორმაში იმყოფება. ესპანელმა მეკარემ “ლივერპულთან” მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კულიბალის დრო წავიდა – გვარდიოლას ახალი სამიზნე ჰყავს

“ნაპოლის” კალიდუ კულიბალი ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც მესის შემდეგ ყველაზე მეტად უწინასწარმეტყველებდნენ “მანჩესტერ სიტიში”...
წაკითხვა
ფეხბურთი

სესკ ფაბრეგასმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“არსენალისა” და “ჩელსის” ყოფილმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ სადიო მანე ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუს გოლი “სამპდორიას” კარში იხილეთ ვიდეო CRISTIANO RONALDO WHAT A FINISH..pic.twitter.com/zKCYlBe2qb — The CR7 [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიაგო ალკანტარამ “ლივერპულში” ჩატარებულ სადებიუტო მატჩში პრემიერ ლიგის რეკორდი

20 სექტემბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგიჟდით? ეს აღარასოდეს გააკეთოთ!” – იურგენ კლოპი ფეხბურთელებს

20 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. შეხვედრის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სონისა და კეინის ბენეფისი! “ტოტენჰემმა” “საუთჰემპტონი” დაამარცხა (

პრემიერ ლიგის ახალი სეზონის მეორე ტურში სონისა და ჰარი კეინის ბენეფისი შედგა. ლონდონის “ტოტენჰემმა” შინ […]...
წაკითხვა