„არსენალმა“ ლონდონური დერბი მოიგო, „ჩელსიმ“ მინიმალური სხვაობით იმარჯვა
დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის კიდევ რვა მატჩი.
„ვესტ ჰემმა“ ლონდონური დერბის ფარგლებში საკუთარ მეოდანზე „არსენალი“ მიიღო. ანგარიში შეხვედრის მხოლოდ მეორე ნახევრის პირველივე წუთზე გაიხსნა, გოლი კი კარლტონ კოულმა გაიტანა. ვენგერის გუნდმა წონასწორობა 68-ე წუთზე თეო უოლკოტის გოლით აღადგინა, რომელმაც სამ წუთში დუბლის შესრულებაც შეძლო და, შესაბამისად, თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 79-ე წუთზე კი წერტილი შეცვლაზე შესულმა ლუკას პოდოლსკიმ დასვა.
„ვესტ ჰემი“ – „არსენალი“ 1:3
გოლები: კოული 46′ – უოლკოტი 68′, 71′, პოდოლსკი 79′
„ვესტ ჰემი“: ადრიანი; ო ბრაიენი (დემლი 64′), კოლინზი (რაცი 38′), ტომკინსი, მაკარტნი; დიამე, ნობლი; ჯარვისი, ნოლანი (ტეილორი 75′), ჯო კოული; კარლტონ კოული.
„არსენალი“: შესნი; სანია, მარტეზაკერი, ვერმალენი, გიბზი; არტეტა, რემსი (პოდოლსკი 65′); უოლკოტი, იოზილი (ფლამინი 81′), კასორლა; ჟირუ (ბენდტნერი 84′)
გაფრთილებები: ო ბრაიენი – კასორლა
სხვა მატჩების შედეგები:
„ჩელსი“ – „სუონსი“ 1:0
გოლი: აზარი 29′
„ასტონ ვილა“ – „კრისტალ პალასი“ 0:1
გოლი: გეილი 79′
„კარდიფ სიტი“ – „სოუსჰემპტონი“ 0:3
გოლები: ჯეი როდრიგესი 14′, 20′, ლამბერტი 27′
„ევერტონი“ – „სანდერლენდი“ 0:1
გოლი: სუნგ-იუნგ კი 25′ (პენ)
„ნიუკასლ იუნაიტედი“ – „სტოკ სიტი“ 5:1
გოლები: რემი 44′, 56′, გუფრანი 48′, კაბაიე 66′, პაპის სისე 80′ (პენ) – ასაიდი 29′
„ნორვიჩ სიტი“ – „ფულჰემი“ 1:2
გოლები: ჰუპერი 13′ – კასამი 33′, პარკერი 87′
„ტოტენჰემ ჰოტსპური“ – „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ 1:1
გოლები: ერიკსენი 36′ – ოლსონი 38′
თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე ტურის ცენტრალური მატჩი დაიწყება – მანჩესტერში ერთმანეთს „სიტი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.
ალექსანდრე მატევოსოვი