“არსენალმა” “სტოკ სიტი” ცარიელი ტრიბუნების ფონზე დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 1, 2018

პრემიერ ლიგის 31-ე ტურის ეგიდით ლონდონის “არსენალმა” საკუთარ სტადიონზე “სტოკ სიტი” მიიღო. სტუმართა მიერ გამოვლენილი ბრძოლისუნარიანობის მიუხედავად, გამარჯვება მაინც “მეთოფეებს” დარჩათ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა თითქმის ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობდა, რითიც “მეთოფეები” უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ლონდონელთა ცუდი ასპარეზობის მიმართ.

ანგარიში შეხვედრის 75-ე წუთზე ობამეიანგმა გახსნა, 86-ე წუთზე გაბონელმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა, ლაკაზეტმა კი მატჩის 89-ე წუთზე თავისი მეათე გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში.

31 ჩატარებულ მატჩში დაგროვებული 51 ქულით “არსენალი” მეექვსე ადგილზეა და 5 ქულით უსწრებს “ბარნლის”. “სტოკ სიტი” კი 27 ქულით ბოლოსწინაა და 3 ქულა აშორებს თავისუფალ ზონამდე.

მსგავსი სიახლეები