“არსენალს” ჩიჩარიტო სჭირდება
ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის შეძენა სურს.
არსებული ინფორმაციით, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მეთოფეები” “წითელ ეშმაკებთან” მექსიკელი მოთამაშის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ. ამ ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა და მას არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება, სათამაშო დროის სიმცირის გამო.
“არსენალს”, თავის მხრივ, თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს და როგორც ინსაიდერები აღნიშნავენ, არსენ ვენგერმა ხავიერ ერნანდესის მიმართ სიმპატია გამოხატა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩიჩარიტოს მომავალ ზაფხულს “ოლდ ტრაფორდის” დატოვება შეეძლება. ასევე, შეიძლებოდა, რომ იგი ესპანურ “ვალენსიაში” გადასულიყო, თუმცა ამაზე უარი თავად მოთამაშემ პირადი კონტრაქტის გამო განაცხადა.
სანდრო საპანაძე