არსენალს დი მარია სურს, სანჩესი რჩება…სატრანსფერო სიახლეები

თარიღი: მაისი 28, 2014

“არსენალს” დი მარია სურს

ცნობილია, რომ “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს, ანხელ დი მარიას შეთავაზება გაუგზავნა. ჯერ-ჯერობით უცნობია მადრიდელთა პასუხი, თუმცა ის ფაქტი გასახსენებელია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “რეალმა” ლამის გაუშვა არგენტინელი ნახევარმცველი.

 

სანჩესი რჩება

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ აპირებს ალექსის სანჩესის გაყიდვას. უკანასკნელ პერიოდში არაერთი სიახლე დაიწერა, ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერზე. ყველაზე მეტად, სანჩესით “იუვენტუსი” იყო დაინტერესებული.

 

“ტოტენჰემი” ფერდინანდის ყიდვას აპირებს

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ტოტენჰემი” რიო ფერდინანდის ყიდვას შეეცდება.როგორც იცით, ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისელ მცველს გუნდიდან უშვებს და ამჟამად ფეხბურთელი შემოთავაზებებს ელის. ცნობილია, რომ “ტოტენჰემის” გარდა, ფერდინანდით “ქუინს პარკ რეინჯერსიც” არის დაინტერესებული, რომელიც ახლახან დაბრუნდა პრემიერ ლიგაში.
“ნაპოლის” რეინა სამუდამოდ სურს

“ნაპოლი” მზად არის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მთლიანად გამოისყიდოს პეპე რეინა. როგორც იცით, ესპანელი კიპერი ამჟამად “ლივერპულის” საკუთრებაა. ის გასულ სეზონში გაანათხოვრა “მერსისაიდულმა” გუნდმა იტალიაში. ამჟამად ცნობილია, რომ “ნაპოლი” 5 მილიონ ევროს გადაიხდის 31 წლის ესპანელის სანაცვლოდ.

 

კოლაროვი “მონაკოში”?

ცნობილია, რომ ერთ-ერთმა უმდიდრესმა ფრანგულმა გუნდმა, “მონაკომ”, ალექსანდერ კოლაროვს დაუმიზნა. ისინი ზაფხულში “მანჩესტერ სიტის” შეთავაზებას გაუგზავნიან, თუმცა საეჭვოა, რომ მანუელ პელეგრინიმ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გაუშვას გუნდიდან.

 

ბენდტნერი “ჰალ სიტიში”

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნიკლას ბენდტნერი “არსენალს” ტოვებს. ჯერ-ჯერობით არ არის იმ გუნდების სია ცნობილი, რომლებიც მზად არიან, რომ შეიძინონ დანიელი ფორვარდი. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ინტერესი გამოთქვა აქამდე, “ჰალ სიტია” და დიდი ალბათობით, სწორედ იქ წავა ბენდტნერი.

 

ლამპარდი “ქპრში”?
შესაძლოა, რომ ზაფხულში, ფრენკ ლამპარდი კვალვ ინგლისში და კვლავ ლონდონში ვიხილოთ. ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ “ქუინს პარკ რეინჯერსი” მზად არის ფრენკს კონტრაქტი გაუფორმოს. ისინი, ინგლისელ ნახევარმცველს 60 000 ფუნტს და კაპიტნის სამკლაურს სთავაზობენ. როგორც იცით, ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, ლამპარდის გუნდიდან გაშვება. ის ამჟამად ახალი კლუბის ძიებაშია.

 

ვარანი ლუიზის ნაცვლად

როგორც იცით, “ჩელსიმ” დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გაუშვა. ამჟამად, ჟოზე მოურინიო ახალი ცენტრალური მცველის ძიებაშია და მან უკვე დაადგა თვალი ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს. ეს რაფაელ ვარანია, რომელსაც ჟოზე “რეალში” წვრთნიდა და მასზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამჟამად, ფრანგი მცველი სათადარიგო სკამზე ზის, და სწორედ ამიტომ არაა გამორიცხული მოინდომოს “რეალის” დატოვება.

 

“ჩელსის” ლავეცი სურს

ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიო ზაფხულში ეზეკილ ლავეცისთვის იბრძოლებს. ბრიტნული პრესა იტყობინება, რომ “ჩელსი” 16 მილიონ ევროს გადაიხდის არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ. ცნობისთვის, კავანისა და იბრაჰიმოვიჩის ფონზე ლავეცი “პარის სენტ ჟერმენში” დაიჩაგრა და დიდია იმის შანსი, რომ მან დატოვოს საფრანგეთი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პეტრ ჩეხი “ჩელსის” ვარჯიშზე (ვიდეო)

ლონდონის “არსენალში” გატარებული ოთხი წლის შემდეგ, პეტრ ჩეხმა 2019 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შემდეგ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილმა პრეზიდენტმა “რეალი” მკაცრად გააკრიტიკა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, კლუბში არსებული ვითარება შეაფასა. როგორც იცით, მოახლოებული “ელ კლასიკოსR...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდეში ფატისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვს

“ბარსელონა” გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ანსუმან ფაის, ხელფასის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას Diario Sport ადასტურებს. რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოდრიჩი: “ფეხბურთის თამაში არ დაგვვიწყებია “

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა დონეცკის “შახტართან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეორე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   A […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპესა და სტერლინგის ინციდენტი დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო 😭😭 pic.twitter.com/Wbiqbc6Zrt https://t.co/BbiHB0Z7rn — . (@shadadzai) October 21, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა მოდრიჩის ულამაზესი გოლი “შახტარის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო What a goal from Modric 🇭🇷🔥Game on? 😳 pic.twitter.com/oxoiBN1iws — FIFA 21 News […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” – “შახტარი”: დავით ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაშია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მადრიდის “რეალი” საშინაო კედლებში დონეცკის “შახტარს” მიიღებს. მატჩი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე: “მილანი” ყოველთვის ჩემ გულშია” (ფოტო)

წლ”მილანის” ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში “როსონერის” მაისურთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. თბილისის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტერ შტეგენის, პიკეს, ლენგლეს და დე იონგის მომავალი გადაწყვეტილია

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა ხელშეკრულებები ჟერარ პიკესთან, მარკ-ანდრე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტრ ჩეხი დიდ ფეხბურთს უბრუნდება?

პრემიერ ლიგის მკვიდრმა კლუბებმა 20 ოქტომბერს ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ტურებისთვის განაცხადები წარადგინეს. სიურპრიზი შეგვხვდა ლონდონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   E […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტე: “მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ “რეალი” ფავორიტი არ არის”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგაზე “მიუნხენგლადბახთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკუს რეშფორდის გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Marcus Rashford's goal to make it 2-1#MUFC pic.twitter.com/uOsQUFNu3F — DILLINGER 👹 (@DillanMUFC) October […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგი: “ლივერპული” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, მაგრამ არა იდეალური”

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერნეცია...
წაკითხვა