არსენალს დიაბი და ოზილი უბრუნდებიან
“არსენალის” შემადგენლობას ორი გამოჯანმრთელებული ნახევარმცველი უბრუნდება.
არსენ ვენგერის თქმით ოზილი უახლოეს მატჩში, “ჰალ სიტისთან” შესძლებს მოედანზე გასვლას. აბუ დიაბი კი, ვარჯიშს კვირის ბოლომდე დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ მესუთმა ტრავმა მარტში მიიღო. დიაბის კი, მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია. ორივე ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებდათ, თუმცა განსხვავებული სირთულის.