არსენალს კაბალიერო სურს
მეთოფეებმა ლუკაშ ფაბიანსკის შემცვლელის ძებნდა დაიწყეს და მთავარ კანდიდატად ვილი კაბალიეროს მოიაზრებენ.
კაბალიერო ესპანური “მალაგას” ღირსებას საკმაოდ წარამტებულად იცავს. გასულ სეზონში მეკარემ 38 მატჩში ითამაშა და 49 გოლი გაუშვა.
როგორც უკვე იცით, “არსენალი” გასულ კვირაში ორმა მეკარემ დატოვა. ლუკაშ ფაბიანსკი “სუონსიში” გადავიდა, ხოლო ემილიანო ვივიანო “პალერმოში” დაბრუნდა.
ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონელები მზად არიან კაბალიეროში შვიდი მილიონი გირვანქა გადაიხადონ.
მალაგას პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.