“არსენალს” ხესეს იჯარით აყვანა სურს
არაა გამორიცხული, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი ინგლისში გადაბარგდეს.
მოგეხსენებათ, გასულ წელს ხესე როდრიგესმა მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც მას სეზონის დიდი ნაწილის გამოტოვა მოუხდა.
მიმდინარე სეზონში კი ხესე მადრიდის “რეალის” იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც მოედანზე გასვლის შესაძლებლობა ძალიან იშვიათად ეძლევათ. მის აქტივში მხოლოდ 132 წუთია.
როგორც Sky Sports იტყობინება, როდრიგესის სათამაშო დროის გაზრდას არსენ ვენგერი გეგმავს. ფრანგ სპეციალისტს მისი იჯარით აყვანა სურს. თუ ხესე “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებს, არაა გამორიცხული, ლონდონელებმა მის სრულ ტრანსფერზეც იფიქრონ.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხესეს არენდით აყვანა “ნაპოლის”, “ინტერსა” და “ასტონ ვილას” სურს.