“არსენალს” “ნაპოლის” მოთამაშე სურს
ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროში “ნაპოლის” მცველი, ფაუზი გულამი მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებმა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე ჩაატარეს.
“მეთოფეები” მზად არიან გულამაში 12-13 მილიონი ევრო გადაიხადონ, რასაც 3 მილიონამდე ბონუსებიც დაემატება.
გასულ სეზონში გულამმა სერია ა-ში 21 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.