არსენალს უილშირთან გახანგრძლივება სურს
ლონდონის “არსენალს” 22 წლის ჯეკ უილშირთან კონტრაქტის გახანგრზლივება სურს. Mirror-ის ცნობით ახალი ხელშეკრულება 2020 წლამდე იქნება გათვლილი და ფეხბურთელი ხელფასის სახით კვირაში 150 ათას გირვანქას მიიღებს.
კლუბსა და მოთამაშეს შორის მოლაპარაკებები იანვარში უნდა დაიწყოს. “არსენალში” იმედოვნებენ, რომ შეთანხმება სეზონის ბოლოს იქნება მიღწეული.
შეგახსენებთ, რომ უილშირი ლონდონური კლუბის აკადემიი აღზრდილია და “არსენალის” სისტემაში 2001 წლიდან ირიცხება.