“არსენალში” ბედნიერი ხარ?” – იოზილმა ფანს უპასუხა
ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გამომწერის კითხვას უპასუხა. როგორც იცით, მიკელ არტეტას გადაწყვეტილებით, იოზილი, მთავარ გუნდს ჩამოშორებულია.
იოზილმა ტვიტერში ჰეშთეგით #AskMesut-ით დასმულ კითხვას უპასუხა – “არსენალში” ბედნიერი ხარ?”
“ძალიან რთული სიტუაციაა კლუბის გარშემო, არამხოლოდ ჩემთვის. სიტუაცია იმედისგამცრუებელია. რა თქმა უნდა, მსურს, რომ გუნდს დავეხმარო, განსაკუთრებით ასეთ დროს.
მაგრამ სანამ შანსი არ მომეცემა, ისღა დამრჩენია ვიმედოვნო, რომ მალე კარგ შედეგებს დავდებთ,” – აცხადებს იოზილი.
It’s a very difficult time for everyone around the club – not just for me. The situation is frustrating for everyone. Of course I would wish I could help the team especially right now, but as long as I don’t get the chance I just hope that we get better results very soon again. https://t.co/hEplnf75m3
— Mesut Özil (@MesutOzil1088) December 23, 2020