არშავინი ყაზახურ კლუბში გადავიდა
ლონდონის „არსენალის“ ყოფილი თავდამსხმელი ანდრეი არშავინი კარიერას ყაზახურ „კაირატში“ გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი „კაირატის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
როგორც ცნობილია, მხარეებმა კონტრაქტი „1+1“ სქემით გააფორმეს.
რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრი ბოლოს კრასნოდარის „ყუბანში“ ირიცხებოდა, რომლის შემადგენლობაში 34 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.