არშემდგარი ინფარქტი

თარიღი: ნოემბერი 26, 2013

რა კარგია, რომ ამ გვერდზე ბლოგერობას ასეთი სასიამოვნო ამბით ვიწყებ. არადა, სამოასთან მატჩამდეც მქონდა ერთი პოსტი გამზადებული, მაგრამ რაღაცამ შემაჩერა და აღარ გამოვაქვეყნე. კარგადაც მოვიქეცი: პოლინეზიელების შიშით დაწერილი სტატია დიდი ვერაფერი დასაწყისი იქნებოდა. ახლა კი, როცა მსოფლიოს მე-8 გუნდი ბეჭებზე დავდეთ, შემიძლია ფრთები გავშალო და რაგბიზე ისე ვილაპარაკო, როგორც გულსა და სულს გაუხარდება.

ა.შ.შ. – თან მიღებული 18 ფაზიანი ინფარქტის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა, თუ იარებს სამოელებთან მატჩში მოვიშუშებდი. იმ არანორმალურ ხალხთან, რომელიც ასე საოცრად ახერხებს იყოს ჯანიანიც და სწრაფიც, მასიურიც და მოქნილიც, აგრესიული დაცვაში და ტექნიკური შეტევაში.  ოფიციალური პროგნოზები მატჩის წინ ასეთი იყო: “ჩვენი ნაკრები ყველაფერს გააკეთებს თავის ღირსეულად წარმოსაჩენად”. არაოფიციალური – “გაგვბერავენ”, “გაგვასიებენ”, “გაგვანადგურებენ” და ა.შ. ჟანრის საუკეთესო ტრადიციებში.

თუმცა იყო იმედიც, რაღაც უცნაური მოლოდინი, რომელიც თითოეული “გაგვასიებენ”-ის კვალად იგრძნობოდა. ალბათ,  სწორედ ამ იმედმა არ გამომაქვეყნებინა ის სტატიაც. მინდოდა ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა და, მადლობა ღმერთს, ვნახე კიდეც.

სტადიონზე შვედი თუ არა სამოელებმა საბრძოლო ცეკვის შესრულება დაიწყეს (სხვათა შორის სამოელების ცეკვას “ჰაკა” არ ჰქვია, ეს ახალზელანდიელთა პერფორმანსის სახელწოდებაა, ჩვენი სტუმრები მატჩის წინ “სივა ტაუს” როკავენ.) და ტრიბუნებიც სრულიად არაადექვატურად აყაყანდნენ. ესეც რუსეთის ჰიმნი ხომ არაა, თქვე კაი დედმამიშვილებო, რა გაღრიალებთ, გვესალმება ხალხი! -გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ქართველები უსტვენდნე და “სივა ტაუც” ისე ჩამთავრდა, რომ მხოლოდ ორიოდ ამოხვნეშამ მოაღწია ჩემ ყურამდე. ასე ჩავუტარეთ ქართველებმა “ველურებს” სიველურის გაკვეთილი.

მერე თამაშიც დაიწყო. რაგბიში ასეა, როცა ორ გუნდს შორის სხვაობა დიდია, მატჩის დებიუტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება სუსტმა პირველი ოცი წუთი ისე ითამაშოს, რომ ვიღაც მეოცნებეს ფუჭი იმედებიც კი გაუჩინოს, მაგრამ თამაში გახურდება თუ არა ძლიერი ყოველთვის ახერხებს მეტოქის სისუსტეების ქულებად ქცევას და უმტკიცე მერე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ შეხვედრის მეოთხედი 6:5 მოიგე.

ეს ცოდნა, რომ გამაჩნდა ამიტომაც ჩვენების კარგ მიძალებას შიშნარევი სიამოვნებით ვადევნებდი თვალს. “არ გაერთონ, ყურადღება არ მოადუნონ, გადაწყობა არ დაავიწყდეთ, თორემ ეს მტარვალები არაფერს გვაპატიებენ, დაგვარბევენ”, – ვშფოთავდი ჩემთვის.

მატჩის სცენარის მოყოლას აზრი არ აქვს, სამი დღეა მცოდნეც და არამცოდნეც შაბათის შეხვედრას არჩევს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, საბედნიეროდ, ჩემი შიში არ გამართლდა. “მესხის” სტადიონს ქართველების ასეთი გამოსვლა ცალ ხელზე ჩამოსათვლელი თუ უნახავას (სპორტის ნებისმიერ სახეობაში). საქართველოს ნაკრების თამაში იყო თავგანწირვისა და გონიერების ისეთი ნაზავი, რომელიც ასე აკლია ჩვენს ქვეყანას. სამოელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათი რაგბი არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ისინი ბრწყინვალედ ბურთაობენ, მაგრამ თუ ამან არ გაამართლა, სხვა ოინები არა აქვთ ხურჯინში გადანახული. ამიტომ აგებენ მაღალი კლასის გუნდებთან და ამიტომაც წააგეს ჩვენთან. ბორჯღალოლსნების სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ მეტოქე ზედმიწევნით კარგად ჰყავდათ შესაწვლილი და კოზირების გათამაშების საშუალება არ მისცეს. ის ორი ლელოც, რომელიც პირველ ნახევარში გავუშვით, ვერ ან ცუდად შესრულებული ბოჭვების შედეგი იყო და არა ტაქტიკური გაუმართაობისა. დაცვაში ჩვენი გუნდი ნამდვილად შეუდარებელი იყო. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, 80-წუთიანი  ბრძოლის შემდეგ, ჩვენებმა მოწინააღმდეგის შეტევის 27 ფაზას,  წესების დაურღვევლად გაუძლეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

არც შეტევაზე მომიბრუნდება ენა ცუდის სათქმელად, ამ მხრივ ნამდვილად გამდიდრდა ჩვენი ნაკრების არსენალი. ერთადერთი რაც ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რა საჭირო იყო ეს გაუთავებელი აბრაგანები, თუ მათ გვარიანად არავინ მიჰყვებოდა და ბურთიც მეტოქის იოლი ნადავლი ხდებოდა. თუმცა ამას  თავად მილტონ ჰეიგს ვკითხავ, როცა შანსი მომეცემა.

ზემოთ ხომ ვახსენე, ძლიერსა და სუსტს შორის შეხვედრა აუცილებლად პირველის სასარგებლოდ სრულდება მეთქი, თქვენ გგონიათ, შვეცდი და ამ მატჩში საწინააღმდეგო დამტკიცდა? არა, 23 ნოემბერის შეხვედრა სუსტს არ მოუგია. ის ძლიერმა მოიგო, თანაბარ ორთაბრძოლაში, ღირსეულ მეტოქესთან. რომელმაც თავისი ღირსება ნამატჩევსაც დაადასტურა. როცა,  მოედანზე მშვიდად ჩაიმუხლა და გადატანილი ბრძოლა შეაფასა, შემდეგ კი გულშემატკივრისთვის “სივა ტაუ” კიდევ ერთხელ შეასრულა, მადლობის ნიშნად.

მოკლედ, გიორგობას გამართული ბურთაობა, იმ შეხვედრების რიგს განეკუთვნებოდა, საეტაპოს რომ ვეძახით ხოლმე. რაგბის მამების მიერ გადმოგდებული შანსი გამოვიყენეთ და მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეულში შემავალი გუნდი დავამარცხეთ. სარაგბო სამყაროს ჩვენ განზრახვათა მთელი სერიოზულობა დავანახეთ და თვითშეფასებაც ავიმაღლეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, თავადვე დავინტერესდეთ ამ არაჩვეულებრივი თამაშით და მაშინ კი ნამდვილად გადავალთ ახალ ეტაპზე. რაც არ უნდა ვისროლოთ ლოზუნგები, რომ “რაგბი ქართული თამაშია” და ის “ჩვენ ჯიგარში ზის”, ფაქტია, რომ ეს ჯერ ასე არაა. ასე რომ ყოფილიყო, 1 და 3-ლარიანი ბილეთები თამაშამდე ბევრად ადრე სრულად გაიყიდებოდა და უბილეთოების შეშევება აღარ გახდებოდა საჭირო სიცარიელის შესავსებად. მაყურებლები არც “სივა ტაუს” დროს დაუსტვენდნენ და არც ბოთლებს ისროდნენ მოედანზე (იყო ასეთებიც წინა მატჩებში). თუმცა, ეს სულ სხვა თემაა, ამაზე სხვა დრო იყოს. ახლა ზეიმის დროა. სამოას მოვუგეთ!

 

ნიკა ჩალათაშვილი

 

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

როგორ აღნიშნა ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონობა (ვიდეო)

15 სექტემბერს, ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის ფინალში 55კგ. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-8 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი შოდაის დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა მიმდინარე ტურნირზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის შეხვედრის ჩატა

მადრიდის “რეალის” მესვეურები აქტიურად განიხილავენ “სანტიაგო ბერნაბეუზე” რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის საჩოგბურთო მატჩ...
წაკითხვა
სხვადასხვა

გახდება თუ არა ხაბიბის შვილი MMA-ს მებრძოლი – ნურმაგომედოვის პასუხი

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი რუსული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფრანგი ექიმები: “მიხაელ შუმახერი ცნობიერ დონეზეა”

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მკურნალობის მორიგ ეტაპს გადის. გასულ უქმეებზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე პირველი შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მესამე დღეს თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტი დღეს ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა მიიღო ლიანა ჯოჯუამ UFC-ში გამართული პირველი ორთაბრძოლის შემდეგ?

შაბათს, 7 სექტემბერს, შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 24 წლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩიქოვანი EHF თასის მეორე წრეშია

საქართველოს ნაკრები ხელბურთელის, ირაკლი ჩიქოვანის გუნდი, კონსტანცა EHF თასის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა. რუმინულმა გუნდმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორის რეაქცია ხაბიბ ნურმაგომედოვის პუარიესთან გამარჯვებაზე

UFC-ის მსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC 242-ის ეგიდით დროებითი ჩემპიონის ქამრის მფლობელ დასტინ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბი: “ფაფახი ჩრდილოეთ კავკასიის კულტურის ნაწილია, ქალები მას არ ატარებენ”

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დასტინ პუარიესთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი ფაფახზე გააკეთა და განაცხადა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვი პუარიესთან გამარჯვების შემდეგ ოქტაგონიდან გადახტა (ვიდეო)

UFC-ის მსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC 242-ის ეგიდით დროებითი ჩემპიონის ქამრის მფლობელ დასტინ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა განაცხადა ნურმაგომედოვმა პუარიესთან გამარჯვების შემდეგ

UFC-ის მსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC 242-ის ეგიდით დროებითი ჩემპიონის ქამრის მფლობელ დასტინ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჯოჯუა VS მორასი – აწონვები (ვიდეო)

ხვალ, UFC-ში ლიანა ჯოჯუას დებიუტი შედგება. ჯოჯუა პირველი ქალი მებრძოლია, რომელიც ამ ორგანიზაციაში იჩხუბებს. 24 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხას მიიღებს ხაბიბ ნურმაგომედოვი დასტინ პუარიესთან ორთაბრძოლის შემდეგ?

UFC-ის დაღესტნელი ვარსკვლავი, ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC 242-ის ეგიდით დასტინ პუარიესთან ორთაბრძოლის შემდეგ მისთვის სარეკორდო, 6 […]...
წაკითხვა