არტემ ლობოვი დანა უაითს: “ნუ მისცემ ტუხუგოვს უფლებას, რომ სასჯელს გაექცეს”
11 ოქტომბერს UFC-იმ ზუბაირა ტუხუგოვსა და არტემ ლობოვს შორის გასამართი შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის ხელმძღვანელები ტუხუგოვის სამუდამოდ გარიცხვაზე ფიქრობენ.
როგორც იცით, ჩეჩენი ზუბაირა ტუხუგოვი ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდის წევრია. მან ხაბიბი-კონორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკგრეგორთან იჩხუბა. ამავდროულად, მაკგრეგორის გუნდის წევრია რუსი არტემ ლობოვი. UFC-ში მიაჩნიათ, რომ ლობოვი-ტუხუგოვის ბრძოლა გუნდებს შორის მორიგ არეულობაში გადაიზრდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ლობოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს თხოვა, რომ ორთაბრძოლა არ გაეუქმებინა. რუს სპორტსმენს სურს, რომ ტუხუგოვი მან თავად დასაჯოს.
“დანა, ნუ მისცემ ტუხუგოვს უფლებას, რომ სასჯელს თავი აარიდოს, დააბრუნე!” – წერს ლობოვი Twitter-ში.
Dana dont let Tukhugov escape his punishment, put him back in! @danawhite
— Artem Lobov (@RusHammerMMA) October 11, 2018