არტეტამ ლამპარდი დაჯაბნა, “არსენალი” ასოციაციის თასის ჩემპიონია! (ვიდეო)
2020 წლის პირველ აგვისტოს ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის “არსენალმა” თანაქალაქური “ჩელსის” დამარცხება შეძლო. ამ გამარჯვების შედეგად მიკელ არტეტას გუნდმა ევროტურნირებზე თამშის უფლება მოიპოვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ძალიან სანახაობრივიც გამოდგა. ანგარიში შეხვედრის მე-5 წუთზე კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო. “მეთოფეებმა” კი ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს – გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგის ანგარიშზეა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მწვრთნელის დავალებები უფრო კარგად “არსენალის” ფეხბურთელებმა შეასრულეს, რაც შედეგზეც აისახა – 67-ე წუთზე ობამეიანგმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და დუბლის გაფორმება შეძლო. 73-ე წუთზე კი თავისი გუნდი მატეო კოვაჩიჩმა დააღალატა და მოედანი წითელი ბარათით დატოვა.