არტურო ვიდალისთვის ბრძოლაში “იუვენტუსიც” ჩაერთო

თარიღი: დეკემბერი 29, 2019

კატალონიის “ბარსელონას” ჩილელ ვარსკვლავ არტურო ვიდალს, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. Sky Sport Italia-ს ცნობით ამ უკანასკნელის ტრანსფერით ტურინის “იუვენტუსი” დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს არტურო ვიდალის გადაბირებასთან მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები უფრო ასოცირდებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი შეთანხმებულა.

მიმდინარე სეზონში 32 წლის არტურო ვიდალს “კამპ ნოუზე” სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ეძლევა, რაც ჩილელი ნახევარმცველის გეგმებში არ შედის და ამ მიზეზით მზადაა კლუბი დატოვოს.

მსგავსი სიახლეები