არველაძე: ”მთავარია განმეორებით შეხვედრაში კონცენტრაცია არ დავკარგოთ”
30 ივნისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შოთა არველაძის თელ-ავივის ”მაკაბიმ” შესარჩევ ეტაპზე სლოვენიურ ”გორიცას” უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა.
აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა კომენატი გააკეთა.
”მიხარია, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ. მატჩი ”მაკაბის” სრული დომინირებით მიმდინარეობდა, რაც ანგარიშშიც აისახა. მიუხედავად გამარჯვებისა, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ცოტა ხანში გუნდი რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდება.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული წარმატების შემდეგ კონცენტრაცია არ დავკარგოთ. მინდა ”მაკაბის” გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურად გვქომაგობდნენ,” – განაცხადა შოთა არველაძემ.
”გორიცა” – ”მაკაბის” განმეორებითი ორთაბრძოლა 7 ივლისს, ნოვა-გორიცაში გაიმართება.