AS: „ბარსელონა“ პედროს გასაშვებად მზადაა
ნეიმარისა და ლუის სუარესის „ბარსელონაში“ ტრანსფერებმა პედრო როდრიგესის კატალონიურ კლუბში მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეს დააყენეს.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ნახევარმცველის შეძენით ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობაა დაინტერესებული, რომეკმაც კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე დამოუკავშირდა კიდეც. კატალონიელები პედროს ინგლისში გაშვების სანაცვლოდ, დაახლოებით, 22 მილიონი ფუნტი უნდა მოითხოვენ.
ცნობისთვის, „ბარსასთან“ მოქმედი კონტრაქტი პედროს შემდეგი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.