AS: “ვალენსიამ” დაიწყო! მამარდას ხელფასი, გამოსასყიდი თანხა და ყველაფერი მოემატება!
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური გამოცემა AS მამარდაშვილზე წერს.
“ვალენსიას” მიმდინარე სეზონში აშკარა ჩავარდნა აქვს, ბოლოს წააგო თასის ფინალიც, მაგრამ ამ სეზონის აღმოჩენა და მთავარი ვარსკვლავი გიორგი მამარდაშვილია, რომელიც კლუბმა სულ რაღაც 850 ათას ევროდ მე-2 გუნდისთვის შეიძინა და დღეს გუნდის მომავლად ითვლება.
“ვალენსიამ” უკვე მამარდაშვილთან და მის აგენტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიწყო საუბარი. ჯერ, ხელმძღვანელობა სოლერთან, გაიასთან და გილამონთან შეეცდება მოლაპარაკებას, რადგან მათი საკითხი გაცილებით უფრო სწრაფად მოსაგვარებელია. აუცილებლად გაიზრდება მისი გამოსასყიდი თანხაც და ხელფასიც. “ღამურებს” 30 მილიონზე მეტად მხოლოდ 6 ფეხბურთელი ჰყავს გაყიდული და შესაძლოა, მათ შორის, ქართველიც აღმოჩნდეს. ყველაფერი რამდენიმე კვირაში დადებითად გადაწყდება. რაც მთავარია, მამარდაშვილს “ვალენსიაში” დარჩენა სურს”, – იტყობინება AS.
გიორგი ესპანეთში თბილისის “დინამოდან” მოხვდა. თავიდან, “ვალენსიას” მე-2 გუნდში უნდა ეთამაშა, მაგრამ სილესენისა და ხაუმეს ტრავმების გამო ლა ლიგის პირველ მატჩები ძირითადში დაიწყო და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იყო 4-თვიანი უთამაშებლობა, მაგრამ ბოლომდე ჟინი და ვარჯიში და მისი შრომაც დაფასდა.
ფოტოზე: “ვალენსიას” მფლობელი პიტერ ლიმი