AS: ზიდანმა “რეალი” პერესთან უთანხმოების გამო დატოვა

თარიღი: ივნისი 7, 2018

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალი” კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან უთანხმოების გამო დატოვა.

ზიდანსა და პერესს შორის უთანხმოება დავიდ დე ხეასა და ედენ აზარის ტრანსფერებთან დაკავშირებით მოხდა. ფრანგ სპეციალისტს აზარის შეძენის სურვილი ჰქონდა, რაზეც პერესმა უარი განაცხადა. ამავდროულად, კლუბის პრეზიდენტი დე ხეას შეძენას ცდილობდა, რაც ზიდანს არ მოსწონდა.

AS-ის ცნობით, ეს იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ზიზუმ “რეალის” დატოვება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები