ასენსიო: “მინდა უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე”
მართალია, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მარკო ასენსიოს პროფესიონალური ზრდა ძალიან მარტივი შესამჩნევია, თუმცა თავად ფეხბურთელი ამას არ სჯერდება და სურს, უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.
“ყველაზე მეტად ყოველთვის “რეალთან” ერთად წარმატების მიღწევა მინდოდა. შემდეგ კი დინებას უნდა მიყვე, არასოდეს იცი რას მოხდება,” – განაცხადა ასენსიომ, როდესაც საკუთარი მომავლის შესახებ დაუსვეს კითხვა.
“უკვე რამდენჯერმე მქონდა იმის პატივი, რომ ძირითად შემადგენლობაში დამეწყო მნიშვნელოვანი მატჩები ისევე როგორც “რეალის”, ასევე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდები.
რაც შეეხება ჩემს სათამაშო პოზიციას, ნებისმიერ ადგილას შემიძლია შეტევაში თამაში. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მიყვარს როცა თავისუფლად ვმოძრაობ და მეტ შანსს ვქმნი.
ყველანაირად ვცდილობ არ ვიფიქრო ჩემს მიმართ არსებულ მოლოდინებზე. მსგავსი მოლოდინების არსებობა ბუნებრივია “რეალში” გატარებული ორი კარგი სეზონის შემდეგ. იმედი მაქვს, კვლავ შევძლებ გულშემატკივრების გაოცებას,” – დაამატა ესპანელმა ნახევარმცველმა.