ასენსიო:”ვიცი, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, მათ ჩვენთვის ზიანის მოყენება სურთ”
მადრიდის “რეალის” ესპანელმა ვარსკვლავმა მარკო ასენსიომ Vamos-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.
“როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, ყველა შენზე საუბრობს და საუკეთესოს გეძახიან, მაგრამ როდესაც უეცრად სიტუაცია იცვლება, ყველაზე ცუდი ხდები. მართალია, კრიტიკის უფლება ყველას აქვს, თუმცა დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ამას. ვიცი, ჟურნალისტები როგორც მუშაობენ, ზოგიერთ მათგანს ჩვენთვის მხოლოდ ზიანის მიყენება სურს.
ფეხბურთი ლოპოტეგის უსამართლოდ მოექცა. გარკვეულ ეპიზოდებში წარმატების შანსი ხელიდან იღბალმა გამოგვაცალა. ის ძალიან რთულ სიტუაციაში იყო ნაკრებიდან წასვლისა და ყოველივე იმის გამო, რაც მის თავს ტრიალებდა. ვფიქრობ, იღბალი წარამტებისთვის აუცილებელი რამ არის.
რაც შეეხება სოლარის, მისი მოსვლის შემდეგ სიტუაცია თითქოს გამოსწორდა. გუნდის ლიდერი მე არ ვარ, სხვა უფრო დიდი სტატუსის ფეხბურთელებიც გვყავს,” – აცხადებს ასენსიო.