ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდით – 2022 წელს UFC ქართველებმა საშინლად დაიწყეს
2022 წელი UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო, როცა 2021 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
15 იანვარი – მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ყველაზე რთული ტრავმა მიიღო. საქართველოში მას ოპერაცია უთხრეს, ამერიკაში ურჩიეს ჯერ ფიზიოთერაპია სცადოს. დვალიშვილი ვარჯიშს გარკვეული პერიოდით ჩამოშორდა.
16 იანვარი – გიგა ჭიკაძემ UFC-ში მისი პირველი მატჩი წააგო და კელვინ კატარისგან მძიმე დარტყმები მიიღო. ჭიკაძეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება და დიდი ალბათობით, მინიმუმ 4 თვეს გამოტოვებს.
19 იანვარი – ქართველმსუბუქწონოსანს ზვიად ლაზიშვილს ნევადის ათლეტთა კომისიამ 9 თვიანი დისკვალიფიცია გამოუწერა ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის მოხვედრის გამო. ლაზიშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზმში პრეპარატი ექიმის დაუდევრობის შედეგად მოხვდა.
21 იანვარი – ილია თოფურია, რომელიც დღეს 25 წლის გახდა, კანადელ ჟორდეთან მატჩს ჯანმრთლობის პრობლების გამო ჩაეხსნა. თოფურია წონას იკლებდა, თუმცა ექიმებმა მას წონის კლება აუკრძალეს და სავაადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. თოფურიას 23 იანვარს უნდა ეასპარეზა.
სამწუხაროდ, 2022 წელი ასე დავიწყეთ, თუმცა იმედია, ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება.