აშშ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია
დასასრულს მიუახლოვდა ესპანეთში ჩატარებული მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი. როგორც აღმოჩნდა, საფრანგეთის ტურნირის მასპინძლებთან გამარჯვება განვლილი მუნდიალის პლეიოფის ერთადერთი სენსაცია აღმოჩნდა, ფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ს ნაკრებმა სერბეთს დიდი უპირატესობით მოუგო – მაიკ კშიშევსკის გუნდმა მეტოქე 37 ქულით დაამარცხა.
პირველივე მეოთხედი ამერიკელთა 14-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. მეორე მეოთხედში კშიშევსკის გუნდმა უპირატესობა 12 ქულით გაზარდა და დიდი შესვენების წინ სერბეთის ნაკრების 26 ქულით მოუგო. პირველ ნახევართან შედარებით, მატჩის მეორე ნახევარი უფრო საინტერესო გამოდგა, რაც ტაბლოზეც აისახა – ბოლო მეოთხედში სერბმა კალათბურთელებმა კშიშევსკის მოთამაშეებს ქულით აჯობეს.
საბოლოოდ, 129:92 და აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები პლანეტის ხუთგზის ჩემპიონი გახდა, შესაბამისად, ეს წოდება, მინიმუმ, კიდევ ხუთი წლით შეინარჩუნა.
საუკეთესო ამერიკელთა შემადგენლობაში კაირი ირვინგი იყო, რომლის მონაგარმაც 26 ქულა და 4 პასი შეადგინა. რაც შეეხება სერბეთის ნაკრებს, მისი რიგებიდან კალინიჩი გამოირჩა, მისმა შედეგმა 18 ქულა შეადგინა.
აშშ – სერბეთი – 129:92 (35:21, 32:20, 28:26, 24:25)
აშშ: ირვინგი (26 ქ. 4 პ.), კარი (10 ქ.), ჰარდენი (23 ქ.), ფარიდი (12 ქ. 7 მ.), დევისი (7 ქ.) – სტარტი; ტომპსონი (12 ქ.), კაზინსი (11 ქ. 9 მ.), გეი (11 ქ.), დეროზანი (10 ქ.), დრამონდი (6 ქ.), პლამლი (1 ქ.), როუზი (0 ქ. 6 პ.)
სერბეთი: თეოდოსიჩი (10 ქ. 7 პ.), კალინიჩი (18 ქ.), ბოგდანოვიჩი (15 ქ.), ბიელიცა (18 ქ. 4 პ.), რადულიცა (9 ქ.) – სტარტი; შტიმაცი (7 ქ.), იოვიჩ (6 ქ.), კრსტიჩი (4 ქ.), მარკოვიჩ (3 ქ.), კატიჩი (2 ქ.), ბირჩევიჩი, სიმონოვიჩი – 0 ქ.