ასისტების მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს: იოზილი ევროპის საუკეთესო ასისტენტი აღარაა
თუ გგონიათ, რომ იოზილი კვლავ ინარჩუნებს “ასისტების მეფის” წოდებას ცდებით. Opta-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გერმანელი ნახევარმცველს მეფის გვირგვინი ჰენრიხ მხითარიანმა ჩამოართვა.
მართალია, რომ გერმანელმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო (საშობაოდ მის ანგარიშზე 16 ასისტი იყო), თუმცა ის ფორმიდან ამოვარდა და ახლა ტიერი ანრის რეკორდის დაპყრობა ნამდვილად გაუჭირდება.
ამ მომენტისთვის ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი ასისტი (17) სომეხის ანგარიშზეა, მეორე-მესამე ადგილებს ნეიმარი და იოზილი იყოფენ (16), შემდეგ პოზიციებს კი შესაბამისად იკავებენ: კევინ დებუინი და ანხელ დიმარია 12 ასისტით, სუარესი, ინსინიე, დეულოფეუ და რაფაელი 11 ასისტით, მეათე ადგილს კი კრიშტიანო რონალდუ იკავებს 10 საგოლე გადაცემით.