ასმირ ბეგოვიჩის აზრით, ის ჩემპიონის მედალს არ იმსახურებს

თარიღი: მაისი 16, 2017

ლონდონის “ჩელსის” მეკარე, 29 წლის ასმირ ბეგოვიჩი თვლის, რომ პრემიერ ლიგის წესები ცვლილებებს მოითხოვს და რომ ის ჩემპიონის მედალს არ იმსახურებს.

როგორც იცით, ჩემპიონის მედალი გადაეცემა გუნდის ყველა იმ წევრს, რომელსაც ჩემპიონატში 5 მატჩი მაინც აქვს ჩატარებული. გამონაკლისად კი მეორე მეკარე, ამ შემთხვევაში ბეგოვიჩი ითვლება.

“ვფიქრობ წესები უნდა შეიცვალოს. არ ვიცი რამდენად სამართლიანია ხუთი მატჩის მოთხოვნა, მაგრამ მეორე წესი ნამდვილად შესაცვლელია.

რა თქმა უნდა, ჩემპიონობაში წვლილი გუნდის თითოეულ წევრს შეაქვს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ეს წესი უსამართლოა,” – აცხადებს ბეგოვიჩი, რომელსაც თავის მედალს “სანდერლენდთან” გასამართი მატჩის შემდეგ გადასცემენ.

მსგავსი სიახლეები