ასპილიკუეტამ “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა
ცეზარ ასპილიკუეტამ უცხოურ პრესაში გავრცელებულ იმ უახლეს ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, კატალონიური “ბარსელონა” საკმაოდ სერიოზულად არის დაინტერესებული მისი გადაბირებით.
“სიმართლე ის არის, რომ ახლა მხოლოდ და მხოლოდ “ჩელსიზე” ვფიქრობ, აქ სიყვარულს ვგრძნობ. ხუთ წელზე მეტია, რაც აქ ვარ და კონტრაქტი არც ისე დიდი ხნის წინ გავახანგრძლივე.
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც შენით ისეთი კლუბი ინტერესდება, როგორიც “ბარსელონაა”. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას კარგად აკეთებ.
აქ მოსვლის დღიდან, ჩემი მთავარი მიზანი გაზრდა, განვითარებაა. გასულ წელს მსგავსი კავშირები არ არსებობდა. ალბათ, ეს პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში ყოფნის შედეგიც არის.
თუმცა, აქ თავს კარგად ვგრძნობ, ენასაც შევეგუე, ჩემი ოჯახიც ბედნიერია. ამჟამად კარიერის მხოლოდ “ჩელსისთან” გაგრძელებაზე ვფიქრობ,” – აცხადებს ასპილიკუეტა.