“ასტონ ვილამ” ჯეკ გრილიშს ფასი დაადო
ჯეკ გრილიშის ტრანსფერისადმი მზარდი ინტერესის ფონზე, “ასტონ ვილამ” ჯეკ გრილიშის სატრანსფერო ღირებულება დაასახელა. როგორც იცით, გრილიშის გადაბირების სურვილს ყველაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.
The Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ასტონ ვილა” ჯეკ გრილიშის ტრანსფერზე შემოსულ მხოლოდ იმ წინადადებებს განიხილავს, სადაც ფასად მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი იქნება მიჩნეული.
გრილიში მიმდინარე სეზონს საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა. პრემიერ ლიგაში მან უკვე შეძლო ხუთი გოლის გატანა და ხუთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. გარდა ამისა, ამ უკანასკნელმა ინგლისის ნაკრებშიც იასპარეზა.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფეხბურთელზე უფრო კარგი შედეგი (გოლს + საგოლე გადაცემა) პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ჰარი კეინსა (16) და ჰონ-მინ სონს (11) აქვთ დაფიქსირებული. ორივე ზემოხსენებული ფეხბურთელი 100 მილიონად არის შეფასებული.
გეტყვით იამასაც, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ “ვილა” გრილიშს 70 მილიონად აფასებდა, თუმცა არცერთი სერიოზული წინადადება არ მიუღია.