“ატალანტამ” სერია A-ში ბოლო 27 წლის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა
ჟან პიერო გასპერინის ხელმძღვანელობით “ატალანტამ” სერია A-ს მეცხრე ტურის მატჩში “უდინეზე” გაანადგურა (7:1) და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა პირად აქტივში.
აღსანიშნავია, რომ ეს “ატალანტას” არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოპოვებული გამარჯვებაა იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში – 1952 წელს ამ კლუბმა ასეთივე ანგარიშით შეძლო “ტრიესტინას” დამარცხება.
გარდა ამისა, იტალიის ჩემპიონატის საწყის 9 ტურში “ატალანტამ” 28 გოლის გატანა შეძლო. ეს საუკეთესო სეზონია 1992/93 წლების სეზონის შემდეგ. მას შემდეგ, რაც “მილანმა” სასტარტო 9 ტურში 29 გოლის გაიტანა.
28 – #Atalanta have scored 28 goals in Serie A this season: record in the three points for a win era – the last side to have scored more at this stage of the competition was AC Milan in the 1992/93 campaign (29 goals) Army.#AtalantaUdinese #SerieA pic.twitter.com/Xhg7EF7rDQ
— OptaPaolo (@OptaPaolo) October 27, 2019