“ატალანტას” ფეხბურთელებმა თანაგუნდელს რონალდუს მაისური აჩუქეს (ვიდეო)
“ატალანტას” ფეხბურთელები თანაგუნდელ რობინ გოსენსს გაეხუმრნენ და მას კრიშტიანო რონალდუს მაისური აჩუქეს.
გერმანელმა მოთამაშემ საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში გარკვეული ნაწილი რონალდუს დაუთმო, სადაც წერდა: “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ, შევეცადე რონალდუს მაისური მიმეღო და ამით ოცნება ამეხდინა. მასთან მივედი, თუმცა კრიშტიანომ უარი მითხრა. მე ვთხოვე: “კრიშტიანო, შენი მაისური შეიძლება?’ მან არც კი შემომხედა და უბრალოდ თქვა: “არა!” ძალიან შემრცხვა. დავპატარავდი. ამ დროს იცი, რომ რაღაც შემაცბუნებელი ხდება და ირგვლივ იხედები, რათა მიხვდე, თუ ეს სხვამაც შეამჩნია. მე ეს ვიგრძენი და ვეცადე, რომ არავის გაეგო.”
სწორედ ამის გამო, ბერგამოელთა ფეხბურთელებმა გოსენსს გასახდელში კრიშტიანოს მაისური გადასცეს.
Hans Hateboer bought Robin Gosens a Cristiano Ronaldo shirt to make up for him being rejected after a game 😂 pic.twitter.com/eCBp8NSumN
— Conor Clancy (@ConJClancy) April 13, 2021