“ატალანტას” პრეზიდენტი: “შახტართან” მატჩის შემდეგ ოთახში მარტო ვიჯექი და ვქვითინებდი”
ბერგამოს “ატალანტას” პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ იმ გრძნობების შესახებ ისაუბრა, რომელიც სტუმრად დონეცკის “შახტარის” დამარცხებისა (3:0) და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ დაეუფლა.
“გადავწყვიტე სახლში დავრჩენილიყავი, სადაც მატჩს მარტოს მივადევნებდი თვალყურს. ასე ვამჯობინე, რათა დამწუხრებულს ან გახარებულს მეტი ემოცია განმეცადა.
საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ მარტო ვიჯექი და სიხარულისგან ვქვითინებდი. ოთახში პერიოდულად შემოდიოდა ჩემი შვიდი წლის შვილი მაიკლი. მას შემდეგ, რაც ანგარიში 1:0 გახდა, დავიჯერე, რომ მატჩის გამარჯვებით დასრულება შეგვეძლო. ვხედავდი, როგორ იყო ფოკუსირებული გუნდი შედეგზე.
ფეხბურთელებს ასეთი რამ ვუთხარი: “თქვენ უჩვეულო, უნიკალური და ისტორიული შედეგი დადეთ. თქვენ ჩვენი ოცნება აასრულეთ”, – ციტირებს პერკასის სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.
“ატალანტა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მეტოქის ვინაობას ორშაბათს გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.