აჭარა-იმერული დაპირისპირება ფრედ დასრულდა

თარიღი: სექტემბერი 12, 2015

ცოტა ხნის წინ, ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ საქართველოს უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის მატჩი დასრულდა, რომელშიც ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო.

ამ ტურის წინ ბათუმელები 7 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებოდნენ, ქუთაისელები კი მათ ოთხი ქულით დამორჩებოდნენ. სანაკრებო პაუზის წინ „ტორპედომ“ შინ გორის „დილასთან“ წააგო და მესამე ტურის ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც სახლში დამარცხდა.

პირველი ნახევარი არც თუ ისე საინტერესო გამოდგა – გუნდები სახიფათო ეპიზოდებით არ გამორჩეულან, რაც ანგარიშზეც აისახა – შესვენების წინ ტაბლოზე უგოლო შედეგი დაფიქსირდა.

სამაგიეროდ, პირველი ნახევრის უინტერესობა მეორე ტაიმმა აანაზღაურა. 46-ე წუთიდანვე თამაში ორმხვრივი შეტევებით გამოირჩეოდა.

61-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ მარცხენა ფლანგზე თანაგუნდელის პასი მიიღო და მახვილი პოზიციიდან უძლიერესად დაარტყა – 0:1, სტუმრები დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, რამაც შედეგი სწრაფად გამოიღო. 70-ე წუთზე დანიშნული ჯარიმის შემდეგ „ტორპედოს“ მეკარემ გელა გოგიტიძის თავური დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო – ანგარიში გათანაბრდა. ერთ წუთში „დინამოს“ კართან მეტად საეჭვო ეპიზოდი იყო, როდესაც მცველმა და მეკარემ ტორპედოელთა მოთამაშე წააქციეს, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რასაც იმერელთა უკმაყოფილება მოჰყვა.

შეხვედრის ბოლო წუთები მეტად დაძაბული იყო – ბათუმელებს წინ გასვლის შანსი გააჩნდათ, თუმცა რიგ ეპიზოდებში ბურთი „ტორპედოს“ კარს ან მცირე მანძილით სცდებოდა, ან მცველები საიმედოდ თამაშობდნენ. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე მედინამ შორიდან პასი მიიღო და თითქოს გოლის გასატანად ხელსაყრელ პოზიციას იკავებდა. მასპინძელთათვის სამწუხაროდ პორტუგალიელი ლეგიონერის დარტყმა სუსტი და არაზუსტი გამოდგა. სათქმელია, რომ მანამდე ერთ წუთით ადრე საჯარიმოს გარეთ გასულმა მეკარემ მიხეილ ალავიძემ ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა, რის შემდეგაც მეტოქე წააქცია. მსაჯმა გოლკიპერს ყვითელი ბარათი უჩვენა, რასაც „ტორპედოს“ ფეხბურთელების მორიგი უკმაყოფილება მოჰყვა.

საბოლოოდ, 1:1 და „დინამომ“ 8 ქულა დააგროვა, „ტორპეოდს“ აქტივში კი 5 ქულაა.

შემდეგ ტურში აჭარული კლუბი თბილისში „ცხინვალს“ შეხვდება, იმერლები – ფოთს „კოლხეთს“ უმასპინძლებენ.

„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 1:1
გოლები: გოგიტიძე 70′ – ქიმაძე 60′

გაფრთხილებები: ალავიძე 90′ – კლიმიაშვილი 45′

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კაკამ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა

ვეტერანმა ფეხბურთელმა კაკამ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა. როგორც იცით, კაკას მადრიდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკოს ლორენტემ საკუთარ ძაღლს “ენფილდი” დაარქვა (ფოტო)

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, მარკოს ლორენტემ საკუთარ ძაღლს “ენფილდი” დაარქვა. 25 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სელინო: “სეზონი რომც განახლდეს, “ბრეშას” სათამაშოდ არ გავიყვან”

“ბრეშას” მფლობელი მასიმო სელინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება სერია A-ს სეზონის განახლების იდეას. შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსმა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლოს ტევესი: “ფეხბურთელებს შეუძლიათ ერთი წელი უხელფასოდ იცხოვრონ”

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მძვინვარებამ დიდი უარყოფითი გავლენა იქონია საფეხბურთო ინდუსტრიაზე. ამის გამო წამყვანი კლუბებიც აქტიურად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დროგბა და ეტო ვაქცინების აფრიკელებზე გამოცდის წინააღმდეგ გამოდიან

რამდენიმე საათის წინ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ორმა ექიმმა განაცხადა, რომ კორონავირუსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგა ჩინეთში? 19 კლუბი წინააღმდეგია

ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, პრემიერ ლიგის კლუბების ხელმძღვანელები შოკირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სეზონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინფანტინო: “კორონავირუსის შემდეგ, ფეხბურთი სხვანაირი იქნება”

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის (FIFA) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, კორონავირუსის ეფექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც ფეხბურთელები, პრობლემას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” ლაუტაროს დიდ შეთავაზებას უმზადებს

“ბარსელონა” “ინტერის” თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის გადაბირებას აქტიურად ცდილობს. ესპანური მედიის ცნობით, კატალონიური კლუბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ბელგიაში ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულეს

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე ბელგიის უმაღლესი დივიზიო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი რამ ქართულ ფეხბურთში, რაც კორონა ვირუსმაც ვერ შეაჩერა!

ბათუმის სტადიონის მშენებელი კომპანია “შპს სტადიონი” დღეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, კორონა ვირუსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაკამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია

“მილანის” ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, კაკამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია. ვეტერანმა ბრაზილიელმა საკუთარი თ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამხრეთ კორეამ სონი სამხედრო შეკრებაზე გაიწვია

სამხრეთ კორეაში ყურადღება არ ექცევა პირის სტატუსს, როდესაც საქმე სამხედრო ვალდებულებას ეხება. “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მარკას” მკითხველებმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს

ესპანურმა გამოცემა “მარკამ” თავის მკითხველებს შორის გამოკითხვა მოაწყო, რომლის მიზანიც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბოატენგმა შვილის მოსანახულებლად კარანტინის პირობები დაარღვია

გერმანულმა პრესამ ჟერომ ბოატენგი კარანტინის პირობების დარღვევის გამო მკაცრად გააკრიტიკა. ანალოგიურად მოიქცა მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვან...
წაკითხვა