ათი ფაქტი ჰოლანდზე: რონალდუს დიეტიდან სალაჰის აღნიშვნამდე

თარიღი: თებერვალი 20, 2020

მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენად თამამად შეგვიძლიე ერლინგ ჰოლანდი მოვნათლოთ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების გათამაშებაში უკვე ათი გოლი დაუგროვდა. გთავაზობთ ათ საინტერესო ფაქტს 19 წლის ნორვეგიელ ვარსკვლავბიჭუნაზე.


შესაძლოა, ინგლისის ნაკრებში ეთამაშა


ერლინგ ჰოლანდის მამა, ალფ-ინგი, “ლიდს იუნაიტედის” ღირსებას იცავდა მაშინ, როდესაც დედამისი ფეხმძიმედ იყო. შესაბამისად, “ბორუსიას” ახალწვეულს შეეძლო “სამი ლომის” მაისურის მორგებისთვის ებრძოლა, თუმცა არჩევანი ნორვეგიის ნაკრებზე გააკეთა. მისი სანაკრებო დებიუტი 2019 წლის 5 სექტემბერს შედგა.


როგორც მამა, როგორც დედა…


ჰოლანდის მამა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. დედამისი კი ნორვეგიის ჩემპიონია ჰეპტატლონში.


ერლინგი მსოფლიო რეკორდსმენია


ერლინგ ჰოლანდი მსოფლიო რეკორდის მფლობელიც გახლავთ – ხუთწლამდელთა შორის ადგილიდან ხტომაში მას საუკეთესო შედეგი აქვს დაფიქსირებული. 2006 წელს ის 1.63 მეტრზე ახტა.


ერლინგის დებიუტი გარემარბის პოზიციაზე შედგა


შესაძლოა, ერლინგი ამ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცენტრფორვარდად მიგვაჩნდეს, თუმცა 15 წლის ასაკში, როდესაც მისი დებიუტი შედგა, ნორვეგიელი მარცხენა ფრთიდან უტევდა.


“ჰოფენჰაიმმა” დაიწუნა


2016 წელს ერლინგ ჰოლანდი ერთკვირიან სინჯებზე იმყოფებოდა “ჰოფენჰაიმში”. მაგრამ ტრანსფერი არ შედგა – გერმანულ კლუბს თვალსი ახალგაზრდა ფეხბურთელის მაღალი ხელფასი არ მოხვდა (5 000 ევრო თვეში).


2018 წელს “იუვე” აკვირდებოდა


Goal.Com-ის ცნობით ერლინგის ნიჭი “იუვენტუსმა” ჯერ კიდევ 2018 წელს შეამჩნია. მაშინ “ბებერი ქალბატონი” ფეხბურთელის დამატებაზეც ფიქრობდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო უკან დაიხია.


გამოსასყიდი თანხა


გერმანული წყაროების ინფორმაციით ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 2021 წლის ზაფხულის შემდეგ სულ რაღაც 75 მილიონი ევრო იქნება.


აღნიშნავს როგორც სალაჰი


“ლივერპულის” ლიდერ მოჰამედ სალაჰისა და ანტუან გრიზმანის პოპულარული გოლის აღნიშვნის სტილი ჰოლანდმა ინათხოვრა. სწორედ ასე აღნიშნა ამ უკანასკენლმა “პსჟ”-ს წინააღმდეგ გატანილი გოლიც.


რონალდუს დიეტა


ერლინგის მამამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ პატრის ევრას ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ (რონალდუს სახლში სტუმრობაზე) “ზალცბურგის” ყოფილი ლიდერი რონალდუს მკაცრი დიეტის ერთგული მიმდევარი გახდა.


ერლინგის კუმირი


ნორვეგიელი ვარსკვლავბიჭუნა არ მალავს, რომ მისი ინსპირაციის წყარო ზლატან იბრაჰიმოვიჩია – “ის ძალიან მომწონს, მისი თამაშის სტილითა და მენტალიტეტით მოხიბლული ვარ. ის სკანდინავიელია და ვინმე უნდა გახდეს მისი მემკვიდრე!”

ბონუსი: ერლინგის საყვარელი მუსიკა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა (ფოტო, ვიდეო)

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ამჟამად შიდა მოპირკეთებითი, გარე კეთილმოწობის, სახანძრო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმეონეს რეაქცია, როცა გრიზმანი მოედანზე 90-ე წუთზე შეჰყავდათ (ვიდეო)

30 ივნისს, ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკო” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიაში ფანებს, რომლებიც დისტანციას არ იცავდნენ, ხელკეტებით სცემეს (ვიდეო)

პირველ ივლისს დანიის თასის ფინალური შეხვედრა შედგა “ოლბორგსა” და “სონდერიისკეს” შორის, რომელიც ამ უკანასკნელის ორბურთიანი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინომ “ბენფიკა” იუარა

ორი დღის წინ ლისაბონის “ბენფიკამ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრუნუ ლაჟე გაათავისუფლა. პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელები მეორე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანის ძმა სეტიენს: “ორი წუთი? ტირილი მინდა, სერიოზულად”

“ატლეტიკოსთან” საშინაო კედლებში ქულების დაკარგვის (2-2) შემდეგ კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელზე ზეწოლა კიდევ უფრო გაი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალაბა და “ბაიერნი” ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა დავიდ ალაბამ შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ კო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიმ” 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსიმ” 2020-2021 წლების საშინაო ფორმა წარადგინა. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა....
წაკითხვა
ფეხბურთი

კოსტა რიკელი ფეხბურთელის საშინელი ტრავმა და მოგებული ჩემპიონატი (ვიდეო)

30 ივნისს, კოსტა რიკის ჩემპიონატის ბოლო ტურში “დეპორტივო საპრისამ” საკუთარ მოედანზე “ალახუელენსე” მიიღო და მინიმალური [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალე გოლი “ჯენოას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო WHAT A GOAL CRISTIANO RONALDO 🤯 pic.twitter.com/xs1IET2d2y — TC. (@totalcristiano) June 30, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ არ იცოდა ფეხბურთელის შესახებ, რომელიც 11 წლის შემდეგ “ევერტონს” ტოვე

ლივერპულის “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იტალიელი სპეციალისტი ჟურნალისტების კითხვებს პასუხო...
წაკითხვა