ათი წლის წინ

თარიღი: იანვარი 18, 2014

დინამო თბილისმა 2004 წლის იანვარში მორიგი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა. ათი წლის შემდეგ გავიხსენოთ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თასის მეთორმეტე გათამაშება, რომელიც დინამო თბილისმა დაუმარცხებლად, ჩემპიონის მედლებით დაასრულა.

2004 წლის 17–25 იანვარს მოსკოვმა დსთ–ს თასის გათამაშებას უმასპინძლა. ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი, დინამო თბილისი გახდა, რომელსაც იმჟამად ხორვატი სპეციალისტი – ივო შუშაკი წვრთნიდა. გამართული წილისყრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელებს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყირგიზული ჟაშტიკის, ლატვიური სკონტოს და ყაზახური პავლოდარის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში.

ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი დინამოელებმა 17 იანვარს ჟაშტიკის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით – 7:1 დაამარცხეს. ყირგიზული გუნდის კარში ორ–ორი გოლი უმცროსმა ვიტალი დარასელიამ და ლადო ბურდულმა გაიტანეს, თითო გოლით კი სანდრო იაშვილი, რატი ალექსიძე და დავით კვირკველია გამოირჩნენ. აღნიშნულ მატჩში თბილისელთა შემადგენლობა ასეთი გახლდათ:
გვარამაძე, კანდელაკი, შაშიაშვილი, კვირკველია, ახალაია, გოგობერიშვილი, დარასელია, ბურდული, ანჩაბაძე, ალექსიძე, იაშვილი

ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი 18 იანვარს შედგა. ფინალის რეპეტიცია, დინამო თბილისსა და რიგის სკონტოს შორის გამართული მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა. ლატვიურ გუნდს გოლები სანდრო იაშვილმა და ლევან მელქაძემ გაუტანეს. ივო შუშაკმა ლატვიური გუნდის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
გვარამაძე, კანდელაკი, შაშიაშვილი, კვირკველია, ახალაია, გოგობერიშვილი, დარასელია, ბურდული, ანჩაბაძე (კარლოს და როჩა), ალექსიძე, იაშვილი (მელქაძე)

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრა დინამომ 20 იანვარს პავლოდარის ირტიშის წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 5:3 სძლია. უმცროსმა ვიტალი დარასელიამ, გიორგი ანჩაბაძემ, რატი ალექსიძემ, ლადო ბურდულმა და გიორგი შაშიაშვილმა თითო გოლი გატანეს. ყაზახური გუნდის წინააღმდეგ თბილისელთა გუნდი ასეთი იყო:
გვარამაძე (მამალაძე), ახალაია (ხმალაძე), შაშიაშვილი, კანდელაკი (წერეთელი), კირკველია (გ. ჩიტაია), ბურდული, გოგობერიშვილი, დარასელია (სახვაძე), ანჩაბაძე (კარლოს და როჩა), ალექსიძე, მელქაძე (ბობოხიძე)

ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ დინამო თბილისი ტურნირის 1/4 ფინალში ბელორუსის გომელს დაუპირისპირდა. 22 იანვარს მოსკოვში გამართული შეხვედრა დინამოელთა დამაჯერებელიგამარჯვებით – 4:1 დასრულდა. რატი ალექსიძემ, ლევან მელქაძემ, გიორგი შაშიაშვილმა და უმცროსმა ვიტალი დარასელიამ თითო გოლი გაიტანეს. დინამომ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
გვარამაძე, ახალაია (ხმალაძე), შაშიაშვილი, კანდელაკი, კვირკველია, კარლოს და როჩა (გ. ჩიტაია), დარასელია, ბურდული, გოგობერიშვილი, ალექსიძე, მელქაძე (სახვაძე)

23 იანვარს ნახევარფინალურ მატჩში დინამომ მოლდოვის საუკეთესო გუნდი, კიშინოვის შერიფი მინიმალური სხვაობით – 2:1 დაამარცხა. ალექსანდრე გოგობერიშვილისა და უმცროსი ვიტალი დარასელიას გოლების წყალობით დინამომ ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ივო შუშაკმა მოლდოველთა წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
გვარამაძე, ახალაია, შაშიაშვილი, კანდელაკი, კვირკველია, ბურდული, გოგობერიშვილი, დარასელია, ანჩაბაძე, ალექსიძე, მელქაძე (ბობოხიძე)

ფინალური შეხვედრა 25 იანვარს გაიმართა, მიმდინარე ტურნირზე დინამო თბილისისა და რიგის სკონტოს გზები მეორედ გადაიკვეთა. ჯგუფურ ეტაპზე დინამო და სკონტო საყაიმო ანგარიშით – 2:2 დაშორდნენ ერთმანეთს, ფინალურ მატჩს კი გამარჯვებული უნდა გამოევლინა. დსთ–ს თასის მეთორმეტე გათამაშების ფინალურიმატჩის პირველი ნახევარისაყაიმო შედეგით – 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმი კი ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრეს, საპასუხოდ კი ბურთი არ გაუშვიათ. საფინალო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა, დინამო თანამეგობრობის თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა. ლატვიური გუნდის კარში გოლები უმცროსმა ვიტალი დარასელიამ, რატი ალექსიძემ და დავით კვირკველიამ გაიტანეს.

აღნიშნულ ტურნირზე დინამოს მეათე გამოსვლა წარმატებული გამოდგა. ქართულ გუნდთაგან დსთ–ს თასზე ჩემპიონის ტიტული პირველად და უკანასკნელად დინამო თბილისმა მოიპოვა. 2004 წლის გათამაშებაზე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით უმცროსი ვიტალი დარასელია გახდა. დღემდე დსთ–ს თასის გათამაშების ისტორიაში ათ საუკეთესო გოლეადორს შორის დინამოს ორი ფეხბურთელი – მიხეილ ყაველაშვილი (14 გოლით) და გელა ინალიშვილი (11 გოლით) არიან.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ნეიმარმა გატანილი გოლი კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგა 1-ში “ლილსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მატჩის 52-ე წუთზე ნეიმარმა მასპინძელთა კარში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფეხბურთო სამყარო კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება

41 წლის ასაკში კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის, ტრაგიკულ გარდაცვალებას საფეხბურთო სამყაროს ვარსკვალვებიც გამოეხმაურნენ. პარი სენ-ჟერმენი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონის” ფეხბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას გონება დაკარგა

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში “ლიონსა” და “ტულუზას” შორის გამართული მატჩის (3:0) მიმდინარეობისას მასპინძელთა ნახევარმცველ...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველი სპორტსმენები კობი ბრაიანტის გარდაცვალების ამბავს ეხმაურებიან

ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. კობი ოთხ ადამიანთან ერთად, კერძო თვითმფრინავით ავიაკატასტროფაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 იანვარი

“მანჩესტერ იუნაიტედი” კავანის შეძენა ცდილობს “მანჩესტერ იუნაიტედი” ედინსონ კავანის შეძენას ისევ ცდილობს. ყველასათვისაა ცნობილი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სახალისო მომენტი: მოჰამედ სალაჰის პასი “შრუსბერისთან” მატჩში (ვიდეო)

ინგლისის ასოციაციის თასზე, “შრუსბერისა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში (2:2), ერთ-ერთ ეპიზოდში კურიოზული რამ მოხდა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორი გოლი გაუტანა “ლაციომ” “რომას” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Not so well.. #RomaLazio pic.twitter.com/CtdiSoqDST — 𝖣𝖾 𝖫𝗂𝗀𝗍 𝑓𝑎𝑛 𝑎𝑐𝑐𝑜𝑢𝑛𝑡 (@thelighton_emi) January 26, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი მაგუაირმა “ტრანმერ როვერსს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო ⚽️ Tranmere vs Manchester United | Maguire (GOAL!!!) 10' #TRAMUN pic.twitter.com/JWHfUVzW1S — D9INE […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმი” ბრაზილიელმა შემტევმა დატოვა, რომელშიც 400 ათას ევროს იხდიდნენ

ბათუმის “დინამო” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, გაბრიელ რამოსმა დატოვა. რამოსი ბრაზილიაში თავიდან ოჯახური პრობლემების გამო გაემგზავრა, ჯერ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “ლივერპული” ასეთი შედეგით ნებისმიერ ჩემპიონატს მოიგებდა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ “ლივერპულის” შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულმა გუნდმა ინგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის ვიდეო: როგორ დაიწყო ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩი

25 იანვარს ჰოლანდიის ერედივიზიონში “ვალვაიკმა” საკუთარ მოედანზე “ვენლო” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის დაწყებამდე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მძიმე კადრები: 17 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩში საშინელი ტრავმა მიიღო (ვიდეო)

26 იანვარს, მექსიკის ჩემპიონატში “ლეონმა” საკუთარ მოედანზე “პაჩუკა” მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ამ მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარის მინიშნება – “იუვენტუსი”, შესაძლოა, ბოლო კლუბი აღმოჩნდეს

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “იუვენტუსი” მისთვის შესაძლოა ბოლო კლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქვილითაიას საგოლე პასი “გენკთან” მატჩში (ვიდეო)

25 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “გენკი” მიიღო და მეტოქე 4:1 დაამარცხა. “გენტის” ორივე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

იოზიპ ილიჩიჩმა “ტორინოს” საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Someone force Ilicic to do a drug testpic.twitter.com/sXRk2N5PA2 — Omar 🥶 (@AlessioTackle) January […]...
წაკითხვა