ათკაციანმა “ბარსელონამ” “სელტა” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
“ვილიარეალთან” ლა ლიგის გახსნით მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რონალდ კუმანის “ბარსელონამ” “ესტადიო დე ბალაიდოსზეც” იზეიმა სამი ქულის მიღება.
მატჩი კატალონიური გრანდის აქტიურობით დაიწყო, რაც მალევე გარდაისახა კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ანსუ ფატის, გოლში. ეს 17 წლის ესპანელისთვის რიგით მესამე გოლი გახლდათ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.
პირველი ტაიმის მიწურულს ლენგლეს ორი ყვითელი ბარათი წითლად გარდაიქმნა, რამაც მასპინძლებს იმედები გაუღვივა. თუმცა “სელტას” იმედები მალევე გაუცრუვდა მას შემდეგ, რაც ოლასამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთ (51′). ყველაფერს კი წერტილი სერხი რობერტომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაუსვა – 0:3.
ასე რომ, “ბარსელონა” ერთადერთი კლუბია ესპანურ ლა ლიგაში, რომელსაც ქულები არ დაუკარგავს და არც გოლი გაუშვია. მომდევნო ტურში “ლურჯ-ბროწეულისფრები” “სევილიას” მიიღებენ, “სელტა” კი “ოსასუნას” ეწვევა.