ათკაციანმა პსჟ-მ „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა

თარიღი: მარტი 12, 2015

დასრულდა „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩი.

შეხვედრა თავიდანვე საინტერესო გამოდგა და ორმხვრივი შეტევებით გამოირჩეოდა. 32-ე წუთზე ოსკარის წაქცევისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩს მთავარმა არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც, ლოგიკურად, პარიზელებს შემდგომ ეტაპზე გასვლის კიდევ უფრო ნაკლები შანსი უნდა ჰქონოდათ.

თუმცა, მეორე ნახევარში სტუმრები ლონდონელებს არ ჩამოუვარდებოდნენ და ბევრად სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. ასე, 59-ე წუთზე ედინსონ კავანი კურტუას გასცდა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. 81-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს – თავური დარტყმით გარი კეიჰილი გამოირჩა, თუმცა ხუთ წუთში ასევე თავური დარტყმით ყოფილ გუდნს დავიდ ლუისმა გაუტანა – შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

ოვერტაიმის მე-5 წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლის შემდეგ ტიაგო სილვამ ხელით ითამაშა, რაც მსაჯს არ გამოეპარა და სირიგუს კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ედენ აზარი მივიდა, რომელმაც უპრობლემოდ გაიტანა. ამის მიუხედავად, ლორან ბლანის გუნდი შეტევას აგრძელებდა. მეორე დამატებითი ტაიმის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ტიაგო სილვამ ივარგა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – კურტუა ამჯერად უძლური აღმოჩნდა. საბოლოოდ, 2:2 და პარიზული კლუბი შემდგომ ეტაპზეა!

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბალოტელის პასუხი – როგორ აღნიშნა “სუპერმარიომ” “ბეშიქთაშთან”

21 სექტემბერს, თურქეთის ჩემპიონატში “ბეშიქთაშმა” საკუთარ მოედანზე “ადანა დემისპორი” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა. მატჩის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა კუმანის შემცვლელად ხუთი მწვრთნელის კანდიდატურას განიხილავს

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის შემცვლელს ეძებს. კატალონიური გამოცემების ცნობით...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინიესტა: “ხავი “ბარსელონას” მწვრთნელად მუშაობისთვის მზად არის”

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდა, ანდრეს ინიესტა, “ბარსელონაში” ხავის დაბრუნების შანსებზე აკეთებს კომენტარს. შეგახსენებთ, რომ ე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენი” ზინედინ ზიდანის კანდიდატურას განიხილავს

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები სერიოზულად განიხილავენ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის ვარიანტს. ინფორმაციას...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკოს ალონსო: “მუხლმოდრეკის ჟესტმა გავლენა დაკარგა”

ლონდონის “ჩელსის” მცველმა მარკოს ალონსომ მოედანზე ანტირასისტული მუხლმოდრეკის ჟესტის ჩვენება შეწყვიტა და საზოგადოებისთვის ეს გადაწყვეტილება...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი: “თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შემადგენლობით ტიკი-ტაკას თამაში შეგვიძლია?”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა “გრანადასთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, 20 სექტე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტიმ უმაღლეს ჩემპიონატებში მე-800 მატჩი ჩაატარა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, სამწვრთნელო კარიერაში საშინაო ჩემპიონატებში თავისი მე-800 მატჩი ჩაატარა. იტალიელი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიამ” “ტორპედო” გაანადგურა, ორივე “დინამომ” მოი

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში “სამტრედიამ” ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი ქუთაისის “ტორპედო” 4-1 გაანადგურა. ჰეთრიკი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პროფესიონალურ ფეხბურთში დევიდ ბექჰემის შვილის დებიუტი შედგა

პროფესიონალურ ფეხბურთში ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშის, დევიდ ბექჰემის შვილის დებიუტი შედგა. 19 წლის რომეო ბექჰემი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტურაგენტმა რონალდუს საბანკო ბარათიდან თანხა უკანონოდ ჩამოაჭრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ ტურაგენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კალაძე შოთა არველაძეზე: “ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის”

საქართვერლოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძის დაპირისპირებაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილი: “უიღბლო დღე, კარგი გამოცდილება”

საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა “რეალთან” 1-2 წაგებული მატჩის შემდეგ “ინსტაგრამზე&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანისარესი: “მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია”

“ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მადრიდის “რე...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინომ ახსნა, თუ რატომ შეცვალა მესი

19 სექტემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლიონი” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. […]...
წაკითხვა