Atletico De Madrid – 2 ფინალი 1 კვირაში

თარიღი: მაისი 13, 2014

გასული, სეზონის ბოლოს, ვინმეს, რომ ეთქვა მადრიდის “ატლეტიკო” მაისში, ლა ლიგის პირველ ადგილზე იქნებაო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფოდა მსმენელს, თუმცა… ფაქტი სახეზეა.

გუნდი, რომელიც 2012-2013 წლების სეზონში, ლა ლიგის ჩემპიონს, “ბარსელონას” მთელი 24 ქულით ჩამორჩა, ერთი სეზონის შემდეგ მასზე წინ არის და 86 ქულით გათამაშების ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

დიეგო სიმეონე, ამით არ დაკმაყოფილდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალშიც კი გაიყვანა.

ეს ყველაფერი კი “ატლეტიკომ”, მას შემდეგ მოახერხა, რაც კლუბიდან წავიდა რადამელ ფალკაო, ლიდერი, რომელმაც საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა. მაშინ, როცა ყველა ელოდა, რომ მადრიდული გუნდის თამაშის ხარისხი, კიდევ უფრო დაბლა დაიწევდა, პირიქით მოხდა, აიწია, თან წარმოუდგენელ დონეზე.

დიეგო სიმეონემ, რომელიც მე-3 სეზონია უძღვება “ატლეტიკოს” ეს ყველაფერი ამ შემადგენლობით გააკეთა: დანი, დიეგო გოდინი, ფილიპე ლუისი, მარიო სუარესი, ტიაგო კოკე, ლოპესი, რაულ გარსია, დავიდ ვილა, არდა თურანი, კრისტიან როდრიგესი, ტობი, ტიბო კურტუა, ხავი მანკილიო, ხოსე ხიმენესი, დიეგო კოსტა, ხუანფრანი, დიეგო, ინსუა, მირანდა, სოსა.

ეს არის შემადგენლობა, რომელთაგანაც სეზონის წინ არცერთი არ ითვლეობდა ვარსკვლავად და მათი უმრავლესობა, არც ახლა ითვლება, თუმცა მათმა ერთობლიობამ წარმოუდგენელი გუნდი შეკრა და ეს ყველაფერი დიეგო სიმეონეს დამსახურებაა, რომელიც შესანიშნავი სპეციალისტი გამოდგა.

როგორც იცით, “ატლეტიკოს” ლა ლიგა ბოლოს 1996 წელს აქვს მოგებული, მას შემდეგ მადრიდულ გუნდს შანსიც კი არ ჰქონია, რომ შებრძოლებოდა კონკურენტებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ისინი მხოლოდ 1973 წელს იყვნენ ამ ტურნირის ფინალში, სადაც “ბაიერნთან” დამარცხდნენ.

ლა ლიგის ფაქტორი

როგორც ნახეთ, ლა ლიგა “ატლეტიკოს” ლამის 20 წელია არ მოუგია და მადრიდელი ქომაგი ამ თასის მოლოდინშია. ქომაგი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ სეზონში ტიტულს. მიმდინარე სეზონში, ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ “ატლეტიკოს” ქომაგი იყო. რაც შეეხება ტურნირს, გათამაშების დაწყებიდანვე, მადრიდელები, ცხრილის სათავეში იყვნენ, “ბარსელონასთან” ერთად, თუმცა მე-5 ტურის შემდეგ, უკვე ყველა ფიქრობდა, რომ ეს გუნდი ვეღარ გაძლებდა და დაიწყებდა წაგებების სერიას, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ახალ წლამდე შესანიშნავად დაასრულა ნახევარი სეზონი სიმეონემ. რაც შეეხება, სეზონის მეორე ნახევარს, აქ უკვე ნამდვილად არავინ ელოდა, რომ ამდენს მიაღწევდა “ატლეტიკო”. აქ “ბარსელონამ” უკვე მნიშვნელოვნად დაკარგა ქულები, რამაც სიმეონეს დიდი უპირატესობა მისცა. საბოლოოდ, ისე სრულდება სეზონი, რომ უკანასკნელ ტურებში, სულ “ატლეტიკო” ლიდერობდა და მათ, რომ 1 მაინც მოეგოთ, ბოლო 2 მატჩიდან უკვე ჩემპიონები იქნებოდნენ. როგორც იცით, სიმეონემ ქულები “მალაგასთან” და “ლევანტესთან” დაკარგა.  უკანასკნელ ტურში “ატლეტიკოს” “ბარსელონასთან” აქვს სათამაშო “კამპ ნოუზე”. ამ შეხვერაში მადრიდულ გუნდს ფრეც აწყობს, რათა ჩემპიონი გახდეს, თუმცა წაგების შემთხვევაში კატალონიური გუნდი დაეუფლება ტიტულს. ეს შეხვედრა 17 მაისს იმართება.

რეალი 0:1 ატლეტიკო – ისტორიული გამარჯვება “ბერნაბეუზე”, ლა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა

მას შემეგ, რაც “ატლეტიკომ” ლა ლიგის სეზონი წარმატებულად დაიწყო, ყველა ელოდა, რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც იტყოდა თავის სიტყვას, თუმცა ამდენს არავინ ელოდა.

დიეგო სიმეონემ, ჯგუფშივე დაანახა საფეხბურთო სამყაროს, რომ ის დიდი მიზნებისთვის იბრძოდა. “ატლეტიკომ” ამ ეტაპზე 6 მატჩდან 5 მოიგო და პირველი ადგილით გავიდა 1/8 ფინალში. ცნობისთვის, ჯ ჯგუფში, მადრიდული გუნდი, “პორტოსთან”, “ზენიტთან” და “ვენასთან” ერთად მოხვდა.

ამის შემდეგ იყო 1/8 ფინალი, სადაც “ატლეტიკო” “მილანს” დაუპირისპირდა და ყველა ელოდა, რომ ეს ამ გუნდის ბოლო იქნებოდა და საბოლოოდ გამოემშვიდობებოდა ჩემპიონთა ლიგას, თუმცა ნურას უკაცრავად, ორი მატჩის ჯამში მადრიდულმა გუნდმა 5:1 გაანადგურა “მილანი”.  დიეგო კოსტას თავური გოლის წყალობით “სან სიროზე”, პირველივე მატჩში იმარჯვა სიმეონეს გუნდმა.

1/4 ფინალში “ატლეტიკო” “ბარსელონას” შეხვდა და აქ უკვე ნამდვილად დასრულებული უნდა ყოფილიყო ყველაფერი, თუმცა უდიდესი სასწაული მოახდინა დიეგო სიმეონემ. მან “კამპ ნოუზე” 1:1 დაასრულა მატჩი, “ელ მადრიგალზე” კი დაამარცხა ტატა მარტინოს გუნდი. რაც შეეხება 1/2 ფინალს, სიმეონემ აქ მოურინიოს “ჩელსი” გამოაგდო.

ატლეტიკო 1:0 ბარსელონა

ახლა კი “რეალის” ჯერია, ნამვილად დაძაბული იქნება შეხვედრა, რომელიც 24 მაისს უნდა გაიმართოს. “რეალი” ამ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში პირველად გავიდა. სწორედ ამიტომ, მაქსიმუმის დადებას შეეცდება კარლო ანჩელოტის გუნდი.

ამავდროულად, “ატლეტიკოც”, “მილანის”, “ბარსელონასა” და “ჩელსის”, გამოგდების შემდეგ, შეეცდება, არც “რეალი” დაინდოს.

ფინალის პრომო

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

აფელაი: “მესის მატჩების წინ პირღებინება ჰქონდა ხოლმე”

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ კატალონიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ნიდერლანდელი შემტევი ამბობს, რომ მესის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: სერხიო რამოსი მადრიდის “რეალს” ტოვებს

მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი გუნდიდან მიდის. ამ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. 35 [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე მიულოცა. არგენტინელმა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “მესისგან უარს არ მივიღებ”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ლეო მესის გარშემო შექმნილ ვითარებაზე. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერნარდუ სილვას ორ ესპანურ გრანდს შორის უწევს არჩევანის გაკეთება

“მანჩესტერ სიტისა” და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა, ახალი გამოწვევების წინაშე დგას. Mundo Deportivo-ს [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესი რამოსს ბოლო შანსს აძლევს

მადრიდის “რეალის” ლიდერის, სერხიო რამოსის, მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. სეზონის მიწურულს პრესაში აქტიურად იწერებოდნენ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი ჟურნალისტს: “მოდი, კამერების გარეშე მესაუბრეთ” (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა და მას კამერების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ უთხრა ჯიჯი ბუფონმა “ბარსელონას” უარი?

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Diario Sport ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ბარსელონამ” ჯანლუიჯი ბუფონს “კამპ ნოუზე”...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანი: “მესის საზამთროს აძლევ, უკან კი ხიზილალას გიბრუნებს!”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა მესის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელი ამბობს, რომ არგენტინელ სუპერვარს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტორგან აზარი ედენის პრობლემებზე: “ესპანურ პრესასთან ბრძოლა რთულია”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ტორგან აზარმა, მადრიდულ კლუბში თავისი ძმის პრობლემებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერზე მუშაობს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, რაჰიმ სტერლინგი, შესაძლოა კატალონიის “ბარსელონაში” ვიხილოთ. შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას Sk...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალ-ხელაიფი: “ბარსელონა” ყოველთვის ცდილობდა ნეიმარის დაბრუნებას”

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, პრესასთან საუბრისას უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნეიმარს ადრე “ბარსელონა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმეონე ლაუტარო მარტინესს მადრიდში იწვევს

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები ლა ლიგაში გაჩემპიონების შემდეგ საკუთარ თავს ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელების საშუალებას მისცემენ. A...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტის პირველი სამიზნე ცნობილია

ზინედინ ზიდანის “რეალიდან” წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა. იტალიელმა სპეციალისტმა უკვე სრულად […]...
წაკითხვა