“ატლეტიკმა” “ბარსელონა” არიც ადურისის ბრწყინვალე გოლით დაამარცხა (ვიდეო)
16 აგვისტოს სტარტი აიღო ლა ლიგის 2019/20 წლების გათამაშებამ. ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკმა” საკუთარ კედლებში მიიღო კატალონიის “ბარსელონა”, რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის სტატუსს ატარებს.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნას. პირველ ნახევარში “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ორჯერ მოარტყეს ბურთი კარსა და ხარიხას, თუმცა “ატლეტიკის” კარის ბადე არ შერხეულა.
მატჩის მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა და რომ არა არიც ადურისი ასეც მორჩებოდა. შეხვედრის 89-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა არიც ადურისმა, ბილბაოს “ატლეტიკის” ლეგენდამ, ბრწყინვალე დარტყმით შეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა – 1:0.
ასე რომ, “ბარსელონამ” სეზონი მარცხით დაიწყო. მომდევნო ტურში “ბლაუგრანა” შინ “რეალ ბეტისს” მიიღებს, “ატლეტიკი” კი “ხეტაფეს” ეწვევა.