„ატლეტიკო“ „ლევანტესთან“ წაგებას გადაურჩა
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ „ლევანტეს“ ესტუმრა.
32-ე წუთზე დავიდ ბარალის გოლით მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა მადრიდელებმა წონასწორობა სამ წუთში სიკეირას გოლით აღადგინეს. მეორე ტაიმში „ლევანტე“ კვლავ დაწინაურდა – 63-ე წუთზე თავი უჩემ გამოიჩინა. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე თავისი გუნდი შესაძლო მარცხისგან ფერნანდო ტორესმა იხსნა.
„ლევანტე“ – „ატლეტიკო“ 2:2
გოლები: ბარალი 32′, უჩე 63′ – სიკეირა 35′, ტორესი 80′
გაფრთხილებები: გარსია 39′, ბარალი 87′ – მენდეში 54′, მირანდა 73′