“ატლეტიკო”: მანჯუკიჩი “რეალისთვის” მზად უნდა იყოს
მადრიდის “ატლეტიკოს” წამყვანმა თავდამსხმელმა ტრავმა მოირჩინა.
ფეხის პრობლემების გამო, მანჯუკიჩმა პრიმერა დივიზიონის ბოლო ორი ტური გამოტოვა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისთვის ხორვატი სრულ მზადყოფნაშია.
დღეს მარიო შეუერთდა გუნდს ვარჯიშზე და დიდი ალბათობით, შუა კვირაში კარლო ანჩელოტის გუნდის წინააღმდეგ მზად იქნება.
ამ სეზონში, მანჯუ 12 გოლით და 5 პასით გამოირჩა. 28 წლის წინახაზელმა ჩემპიონთა ლიგაზეც ზუსტად ოთხჯერ გაისროლა.