WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (198974) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ატლეტიკო თუ რეალი? ესპანეთის სუპერთასის ბედი დღეს გადაწყდება!

თარიღი: აგვისტო 22, 2014

დღეს, “ვისენტე კალდერონზე” ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი. სეზონის მეორე მადრიდული დერბი “ატლეტიკოს” სტადიონზე ჩატარდება.

მოგეხსენებათ, რომ პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, რაც “ატლეტიკოსთვის” მისაღები უნდა იყოს. სიმეონეს შეგირდებს ტიტულის მოსაგებად ნულოვანი ფრეც კი ჰყოფნით. ასე რომ, შეტევაში დღეს “სამეფო კლუბის” ფეხბურთელების აქტიურობას უნდა ველოდოთ.

მასპინძელთა შემადგენლობაში ტრავმების გამო არდა თურანი და ახალწვეული ანხელ კორეა ვერ ითამაშებენ. “რეალს” კი ტრავმირებული ხესე დააკლდება. თუმცა, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის კრიშტიანუ რონალუდს თამაშიც, რომელიც პირველ მატჩში შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამჩენილა. ბუნებრივია, კრიშტიანუს არყოფნა “ატლეტიკოს” შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. თუმცა, “რეალის” დონის გუნდს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ერთი ფეხბურთელის სრულფასოვანი შეცვლა მოახერხოს.

 

ატლეტიკო – რეალი

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო: მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, გაბი, ტიაგო, რაულ გარსია, გრიზმანი, კოკე, მანჯუკიჩი.

რეალი: ნავასი, კარვახალი, პეპე, რამოსი, კოენტრაო, დი მარია, კროოსი, მოდრიჩი, რონალდუ (როდრიგესი), ბეილი, ბენზემა.  

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე

Atletico_Real_GEO

 



მსგავსი სიახლეები