ატლეტიკო ტორესის დაბრუნებას ცდილობს
მადრიდის “ატლეტიკო” ლონდონის “ჩელსისთან” მოლაპარაკებებს ფერნანდო ტორესის ტრანსფერთან დაკავშირებით აწარმოებს.
Eurosport – ის ცნობით, ლონდონელები მზად არიან ფეხბურთელი 13 მილიონ ევროდ გაყიდონ, თუმცა მადრიდელები ფასის დაკლებას ცდილობენ.
თავის მხრივ “ჩელსი” დაინტერესებულია, რომ ტორესი მირანდას ტრანსფერის ნაწილი გახდეს, მაგრამ “ატლეტიკო” მცველში 30 მილიონ ევროს ითხოვს.