“ატლეტიკო ტუკუმანმა” მატჩზე დააგვიანა და არგენტინის ნაკრების ფორმით ითამაშა (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 8, 2017

საინტერესო რამ მოხდა ლიბერტადორესის თასის მეორე რაუნდზე ეკვადორულ “ელ ნასიონალსა” და არგენტინულ “ატლეტიკო ტუკუმანს” შორის გამართულ დაპირისპირებაში.

“ატლეტიკო ტუკუმანმა” საჰაერო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო სტადიონზე მისვლა საათზე მეტით დააგვიანა. ეკვადორში არგენტინის ელჩმა ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ გუნდს ავტობუსით ქალაქ კიტოს ქუჩებში გადაადგილება შეფერხებების გარეშე მოეხერხებინა და არენაზე მაქსიმალურად მოკლე დროში მისულიყო. “ატლეტიკო ტუკუმანმა” საგანგებო სიტუაციების დროს ფიფასგან დაშვებული დაგვიანების პერიოდს არ გადააცილა, თუმცა ამით გუნდის პრობლემები არ ამოწურულა. თავიანთ გასახდელში “ატლეტიკო ტუკუმანის” ფეხბურთელებს არგენტინის 20 წლამდე ნაკრების ფორმები დახვდათ. ახალგაზრდა არგენტინელები იმავე ეკვადორში 20 წლამდე ფეხბურთელთა შორის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა, რომ “ატლეტიკო ტუკუმანმა” მატჩზე დააგვიანა და არც საკუთარი ფორმით ითამაშა, გუნდმა ანგარიშით 1:0 იმარჯვა (ორი მატჩის ჯამში 3:2) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლასინა ტრაორეს საშინელი ტრავმა “ინტერთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Terrible lesión de #LassinaTraoré en el partido por #ChampionsLeague entre el #ShakhtarInter #Shakhtar […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოქრიაშვილის წითელი ბარათი კვიპროსის ჩემპიონატში (ვიდეო)

ქართველების “აპოელმა” კვიპროსის ჩემპიონატში “პაეკი” 1-0 დაამარცხა. თორნიკე ოქრიაშვილი ძირითადში იყო, თუმცა 64-ე წუთზე ჯერ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ჩაკვეტაძესთან ერთად ადვილია’ – ფანებმა ქართველს უმღერეს (ვიდეო)

26 სექტემბერს, ბელგიის ჩემპიონატში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “სერკლ ბრიუგე” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

35 წლის ფალკაომ ლა ლიგის ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა (ვიდეო)

ლა ლიგის მეშვიდე ტურის მატჩში “რაიო ვალეკანომ” დამაჯერებლად შეძლო “კადისის” დამარცხება (3-1) და მორიგი სამი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე ცუდი 15 წამი ფეხბურთში – რა მოხდა თურქეთის ჩემპიონატში? (ვიდეო)

“გენჩლერბირლიგი” – “ბოლუსფორი” pic.twitter.com/tw9PyYDZS5 — Out Of Context Football (@nocontextfooty) September 26...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ასეთ დროს მე გადაცემას არ მიკეთებს’ – მბაპე ნეიმარზე (ვიდეო)

25 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა ბოლო წუთებზე პენალტი ბრუნო ფერნანდეშმა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით “ოლდ ტრაფორდმა” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ასტონ ვილას” დაპირისპირებას უმასპინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უსიამოვნო ინციდენტი და თავში წამორტყმა ელიგა 2-ში (ვიდეო)

ეროვნული ლიგის ლიდერების, “გაგრასა” და ბოლნისის “სიონის” შეხვედრის 53-ე წუთზე მსაჯმა 2 ფეხბურთელი გააძევა. 51-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასწაული გოლი ბრაზილიის სერია B-ში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Olha o GOLAÇO marcado pelo atacante Jackson, do Sampaio Corrêa. pic.twitter.com/gm7Lf3IIdr — Gols […]...
წაკითხვა