“ატლეტიკომ” ფინალი დაიბევა
მადრიდის “ატლეტიკო” “სალერის თასის” 2013 ფინალში გავიდა – პაკო საიასისმოზარდებმა დღეს “მაკაბი ჰაიფა” დაამარცხეს 2:0 და ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი, 6 ქულა დააგროვეს. პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, თუმცა
მეორე ტაიმში ესპანელებმა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.
19 დეკემბერი. “ბენდელა”. 12:00 საათი
ატლეტიკო: პერესი, დელ ამო, პრიეტო, როდრიგესი, ლუნესი, რენტერო, არანდა, დამიანი, გალინდო, მორენო, არტანი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ფ. ობამა, ტალავერა, გომესი, ორიჰველა, ს. ობამა, სანჩესი.
მაკაბი: ჯაკი, ჰარაზი, გაბაი, სტანისლავი, ი. კოჰენი, გურფინკელი, ვ. კოჰენი, მოჰამედი, ო. კოჰენი, ბოჰბოტი, ველბლუმი.
ცვლილებაზე შევიდნენ: სარი, ბაბა, ფ. საარი, კალტაბი.
გოლები: 1:0 ჰარაზი (საკ.კარში) (48), 2:0 ს. ობამა (65).
მთავარი მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი