ატლეტიკომ ტორესის შეძენა გადაიფიქრა

თარიღი: დეკემბერი 16, 2014

მადრიდის “ატლეტიკომ” ფერნანდო ტორესის შეძენა გადაიფიქრა. საქმე იმაშია, რომ “მილანი”, სადაც ტორესი ახლა თამაშობს, ესპანელ ფორვარდზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყოდა, თუ “ატლეტიკო” ალესიო ჩერჩის იტალიაში დაბრუნების, კერძოდ კი მილანურ გრანდში გადაბარგების ნებართვას მისცემდა.

თუმცა, მადრიდელებმა ჯერჯერობით ტორესზე უარის თქმა გადაწყვიტეს, ვინაიდან ამ ეტაპზე შეტევის გაძლიერების სხვა ვარიანტების არსებობს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ატლეტიკო” პოდოლსკის და შაქირის კანდიდატურებსაც განიხილავს.

 

მსგავსი სიახლეები